"კარტოგრაფია"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

(სააქციო საზო­გადოება), კარტოგრაფიული ფაბრიკა. 1929 თბილისში ­შეიქმნა ამიერკავკ. გეოდ. სამმართველო რუკების შემდგენელი სექტორით, რ-ის რეორგანიზაციის საფუძველზეც 1934 ჩა­მო­ყა­ლიბ­და ამიერკავკ. კარტოგრაფიული ფ-კა. მი­სი დაარსების პირველ წლებში საწარმოს ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და ქართ. კარტოგრაფიის ფუძემდებელი, მეცნიერი პრაქტიკოსი ს. ცხაკაია. ფ-კა რამდენიმე სრულიად მოუ­წყობელი საამქროსაგან შედგებოდა, ბეჭდავდნენ ლითოგრაფიული ქვებით (თითოეული ქვის მასა იყო 5 ფუთი ანუ 80 კგ).


ფ-კა თავდაპირველად ს.-ს. ორბელიანის ქუჩაზე იყო განთავსებული, შემდეგ – კამოს (ახლანდ. დ. უზნაძის) ქუჩაზე, საცხოვრ. სახლის სარდაფში, მოგვიანებით მისი ნაწილი თბილ. ტოპოგრ. ტექნიკუმის შენობაში გადაიტანეს. 1976 ექსპლოატაციაში შევიდა კავკასიაში ერთადერთი #8 (თბილისის) კარტოგრაფიული ფკის ახალაშენებული კომპლექსი (საერთო ფართ. 17,0 ათ. მ 2), რ-იც გლდანის I მ/რ-ში მდებარეობს. 1991-მდე ფ-კა, როგორც სახაზინო საწარმო, ექვემდებარებოდა სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთ. სამმართველოს, 1991-იდან – სა­ქართვ. გეოლ., გეოდ. და კარტოგრაფიის სა­ხელმწ. დეპარტამენტს, 1995-იდან კი – სა­ქართვ. გეოდ. და კარტოგრაფიის სა­ხელმწ. დეპარტამენტს. 1993 წ. 23 აგვისტოს თბილისის კარტოგრაფიული ფკის ბაზაზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და სააქციო საზ-ბა "კ.".


1983–84 ფ-კაში დაიწყეს პლასტმასის გლობუსებისა და რუკების წარმოება, ამ მხრივ იგი ერთადერთი იყო არა მარტო სსრკ-ში, არამედ აღმ. ევროპაშიც. ფ-კამ გამოუშვა პლასტმასისაგან დამზადებული 320 მმ დიამეტრის დედამიწის ქარ­თულენოვანი გლობუსი და ორი სხვა­და­სხვა მასშტაბის სა­ქართვ. რელიეფური რუკა. გამოსცა აგრეთვე სხვა­და­სხვა თემატიკის დარგობრივი და ზოგადგეოგრ. რუკები, ბუკლეტე­ბი, ატლასები, სა­ქართვ. კურორტებისა და საკურორტო რესურსების ატლასი, ვახუშტ ი ბაგრატიონის სა­ქარ­თვე­ლოს ატლასი, ქართ. ენციკლოპედიის ფერადი რუკები, აგრეთვე სხვა­და­სხვა სასწავლო რუკა და ატლასი.


2013–17 საწარმოში ­და­ი­ნერ­გა ახ. ტექნოლოგიები კომპიუტერული კარტოგრაფიის სახით, აგრეთვე ახ. პოლიგრ. ტექნიკა. ამავე პერიოდში ფ-კამ გამოსცა ფუნდამენტური ატლასები: "სა­ქარ­თველოს ისტორიის ატლასი" (2003), "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვნული ატლასი" (2012), "თბილისი. ატლასიცნობარი" (2013, ქართ. ენაზე; 2014 – რუს. ენაზე), ასევე სხვა­დასხვა თემატიკის ახ. თუ განახლებული კარტოგრაფიული პროდუქცია.


"კ." ემსახურება სა­ქარ­თვე­ლოში კარტოგრაფიის განვითარებას, მეცნ. სხვა­და­სხვა დარგის, მოსწავლე ახალგაზრდობისა და მოსახლეობის კარტოგრაფიული პროდუქციით უზრუნველყოფას.

ო. საბანაძე.