"კასპიელექტროაპარატი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

(სა­აქ­ციო საზოგადოება), ელექტროტექნიკური მრეწველობის საწარმო, ამ პროფილის ერთადერთი საწარმო ამიერკავკასიაში. შეიქმნა 1958 კასპში. 1991-მდე სა­კავშ. დაქვემდებარებაში იყო, 1972 თბილ. საწარმოო გაერთიანება "ელექტროაპარატის" შემადგენლობაში შევიდა. 1994 აღნიშნული გაერთიანების დაშლის შედეგად კასპის ქ-ნა "კასპიელექტროაპარატი" ჩა­მო­ყა­ლიბ­და როგორც სააქციო საზ-ბა "კ." უშვებდა ფართო ასორტიმენტის ელექტროტექნიკურ პროდუქციას: სხვა­და­სხვა ტიპის მართვის ფარებს, პულტებს, ბლოკებს, კარადებს და სხვ. საშუალოდ წლიურად აწარმოებდა 25 მლნ. მანეთის პროდუქციას, ჰყავდა 600-მდე მომწოდებელი, 1600-მდე მომხმარებელი; პროდუქცია იგზავნებოდა საბჭ. კავშირის რესპუბლიკებსა და საზღვარგარეთის 50 ქვეყანაში. ქ-ნას საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა ფრანგ. ფირმა "პენტამელეკთან", უნგრულ ფირმა "ნოვოგლობუსთან", ბულგარულ ფირმა "ელექტროიმპექსთან" და სხვ. "კ-ს" მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთი მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ობიექტის მშენებლობაში სა­ქარ­თვე­ლოსა (თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის, რუსთაველის თეატრის აღდგენარეკონსტრუქცია, ფილარმონიის სა­კონცერტო დარბაზი, თბილ. "დინამოს" სტადიონი და სხვ.) თუ საბჭ. კავშირის ქალაქებში (ბაიკანურის კოსმოდრომი, კალინინგრადის კოსმ. მართვის ცენტრი, მოსკ. 22-ე ოლიმპიური თამაშების ობიექტები, ურენგოი–უჟგოროდის გაზსადენი, მოსკ. კრემლის რეკონსტრუქცია, ატომური ელექტროსადგური და სხვ.).


1990-იდან ქვეყანაში მიმდინარე ეკონ. და პოლიტ. პროცესების გამო გაწყდა ეკონ. კავშირები ყველა დამკვეთ და მომწოდებელ ორგანიზაციასთან, რამაც გამოიწვია გამოშვებული პროდუქციის შემცირება. ქ-ნამ დროებით შეიცვა­ლა პროფილი და დაიწყო საყოფაცხოვრებო საქონლის წარმოება. ამჟამად "კ." მუშაობს კერძო დაკვეთებზე, უშვებს ოთხზე მეტი სახეობის სხვა­და­სხვა ნომენკლატურის პროდუქციას: დაბალი და მაღალი ძაბვის გამთიშველებს, საქალაქო და სასოფლო დანიშნულების სატრანსფორმატორო ქვესადგურებს, აღრიცხვის კარადებს, შენობების სართულშორის გამანაწილებელ კარადებს და სხვ.

უ. მოსია­შვი­ლი.