"კახური"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

თეთრი მშრალი ღვინო. მზადდება რქაწითელისა და კახური მწვანე ჯიშის ყურძნისგან ქვევრში დურდოზე დადუღებით. ხასიათდება ქარვისფერი სრული შეფერვით, ხილის არომატით, სასიამოვნო სიმწკლარტით, ხავერდოვნებითა და ჰარმონიულობით. სიმაგრე 10,5–15,5%, ტიტრული მჟავიანობა – 5–6 გ/დმ3. "კს" 1948-იდან უშვებენ კა­ხე­თის რეგიონის ღვინის პირველადი გადამუშავების ქ-ნები. საერთაშ. კონკურსებზე მიღებული აქვს ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მე­და­ლი. 2013 პოლონეთში, "ენოექსპოს" გამოფენაზე, დაჯილდოვდა მეორე ვერცხლის მედლით.

ბ. კალანდაძე.