"კეისრული"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

დასავლეთ სა­ქართვე­ლო­ში (იმერეთი, სამეგრელო, გურია) ფართოდ გავრცელებული პოლიფონიური (სამხმიანი), მხნე, ომახიანი სიმღერა. ასრულებს მამაკაცთა გუნდი. ხმათა რთული კონტრაპუნქტული შეხამებითა და მკვეთრი რიტმით "კ." ლაშქრულს ჩამოგავს.

ლიტ.: კ ო კ ე ლ ა ძ ე გრ. (შემდგ.), ქარ­თული ხალხური სიმღერა, I, თბ., 1979; ჭ უ მ ბ უ რ ი ძ ე ელ. (შემდგ.), ქართული ხალხური სიმღერების კრებული (იმერე­თი), თბ., 1971.

გ. ჩხიკვაძე