აბაევი ვლადიმერ დავითის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაევი ვლადიმერ დავითის ძე (22. III. 1886 – 24. VIII. 1968), რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოსა და ჩრდ. კავკასიაში. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1967), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). პირველი რევკომის თავ-რე ცხინვალში (1920), მთიელთა რესპუბლიკის სახკომსაბჭოს მდივანი (1921), შემდეგ გაზ. „გორსკაია ბედნოტის“ რედაქტორი. 1931–34 მუშაობდა სსრკ სავაჭრო წარმომადგენლობაში დანიასა და საფრანგეთში, 1934-იდან – ყირიმის ბოტანიკური ბაღის დირექტორად. 1943–51 სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის დირექტორი იყო ცხინვალში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.