აბაზაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაზაძე მანანა ლევანის ასული (დ. 23. VII. 1947, ქ. კალინინგრადი), მოცეკვავე, მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1985). 1965 დაამთავრა თბილ. ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 1971 – თსუ დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი. 1964 – 87 იყო საქართვ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლის (ახლა ი. სუხიშვილის და ნ. რამიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი) მსახიობ-მოცეკვავე. გამოირჩეოდა მაღალი მხატვრული ოსტატობითა და გრაციოზულობით. აღსანიშნავია -ის შესრულებული სოლო პარტიები ცეკვებში „ხევსურული“ და „აჭარული“. ანსამბლთან ერთად საგასტროლოდ იყო ყოფ. საბჭ. კავშირის მრავალ ქალაქსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. გადაღებულია ფილმებში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (მერი, რეჟ. თ. აბულაძე, 1962), „მაცი ხვიტია“ (ეკა, რეჟ. გ. შენგელაია, 1966). 1987-იდან ეწევა პედ. მოღვაწეობას.

ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ გახსნილია მისივე სახელობის ვარსკვლავი.

                                                                                                            ა. თათარაძე.