აბაზაძე ნიკოლოზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაზაძე ნიკოლოზ ლევანის ძე (19. VII. 1863, სურამი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, – 1. X. 1931, იქვე), ეთნოგრაფი და საზ. მოღვაწე.

დაამთავრა მოსკ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1890). მუშაობდა თბილისსა და სურამში. იყო ნაფიცი მსაჯული, ადვოკატთა კოლეგიის წევრი.

-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ყოფის შესწავლაში. ქართლის ეთნოგრ. მასალის საფუძველზე დაწერილი მისი მთავარი შრომები ეძღვნება ოჯახის ფორმისა და სამეურნეო საქმიანობის საკითხებს.

                                                                                                             ალ. რობაქიძე.
    

თხზულებები:

1. Семейная община грузии, «Этнографическое обозрение», 1889, кн. 3 (გერმ. თარგმ. იხ. «Archiv für Anthropologie», 1894, Bd. 4);

2. «Ханулоба» (Обычай соучастия в молоке у грузинских крестьянок), იქვე, 1898, кн. 1.