აბაი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაი, მთა ბზიფის ქედის დას. ნაწილში. სიმაღლე 2188 . აგებულია ცარცული კირქვებით, მერგელებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. წვერი გუმბათისებრი აქვს, სამხრ. კალთა თანდათან ერწყმის მოვაკებულ ადგილ აბაის, დანარჩენი ციცაბოა, დაკარსტული. ჩრდ. ფერდობზე სუბალპ. ტყე-ბუჩქნარია, სხვაგან – სუბალპ. მდელო.

                                                                                                       დ. უკლება.