აბაკელია იოსებ კონსტანტინეს ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
აბაკელია იოსებ

აბაკელია იოსებ კონსტანტინეს ძე [2 (14). III. 1882, ქუთაისი, – 1938, თბილისი], ფთიზიატრი, საქართველოში მეცნ. ფთიზიატრიის ფუძემდებელი, საზ. მოღვაწე. მედ. მეცნ. დოქტორი (1924), პროფესორი (1930).

1911 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1922 -ს თაოსნობით თბილისში დაარსდა პირველი ტუბერკულოზის ამბულატორია (1925-იდან I ტუბდისპანსერი), 1930 კი – ტუბერკულოზის რესპ. ინ-ტი. 1938-მდე ა. ამ ინ-ტის დირექტორი იყო. 1926 აირჩიეს თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის პრივატ-დოცენტად. 1935–38 ხელმძღვანელობდა თბილ. სამედ. ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტზე თავისსავე დაარსებულ ტუბერკულოზის კათედრას, ხოლო 1933-იდან კითხულობდა ტუბერკულოზის კურსს ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტში. 1921 გამოაქვეყნა ტუბერკულოზის პირველი ქართ. სახელმძღვანელო. -მ გამოიკვლია ორგანიზმში ტუბერკულოზის გავრცელების მანამდე შეუსწავლელი ლიმფური გზები. მან ქართვ. ფთიზიატრებთან ერთად ფართოდ გაშალა საქართვ. ყველა კუთხეში ტუბერკულოზთან ბრძოლის ორგანიზაციული, მეცნ.-პრაქტ. საქმიანობა. დიდ ყურადღებას უთმობდა კურ. აბასთუმნის განვითარებას. 1930-იანი წლების საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.

________________________________________________________________________________________

თხზულებები:

1. ტუბერკულოზი, ტფ., 1921;

2. ფილტვის და სხვა ორგანოთა ტუბერკულოზი, ტფ., 1934.