აბანოზის აკაცია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბანოზის აკაცია, შავი აკაცია, შავი ხე, მერქანშავი აკაცია (Acacia melanoxylon), ავსტრალიური მარადმწვანე ხე მიმოზისებრთა ოჯახისა. მის ქერქში 12%-მდე ტანინია. მაგარსა და გამძლე მერქანს იყენებენ საავეჯე მასალად (უმეტესად საინკრუსტაციოდ). კოლხეთსა და აღმ. ამიერკავკასიის ზოგიერთ ადგილზე გაშენებულია დეკორ. მიზნით. კარგად ხარობს, თუმცა ზოგჯერ მკაცრი ზამთარი მთლიანად ანადგურებს.