აბაშიძე-წერეთელი ქეთევან

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
 აბაშიძე-წერეთელი ქეთევან, იმერეთის აჯანყების 1810  აქტიური მონაწილე, ზემო იმერეთის სარდლის ქაიხოსრო წერეთლის მეუღლე. 
 როცა მისი ქმარი მეფე სოლომონ II-ის გვერდით იბრძოდა მეფის რუსეთის მხედრობის წინააღმდეგ იმერეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის, ა.-წ. მოდინახეს ციხის გარნიზონს ედგა სათავეში. მან ციხე მხოლოდ მაშინ დაუთმო მტერს, როცა სოლომონი და მისი მომხრეები იძულებულნი გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ.
 ლიტ.: სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973.                                                												       
 ო. სოსელია.