აბაშიძე ანა ზაალის ასული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე ანა ზაალის ასული (გ. 7. XII. 1749), კახეთის დედოფალი, ერეკლე II-ის მეორე მეუღლე. ერეკლემ იქორწინა მასთან 1745, ჰყავდათ ორი შვილი – გიორგი (შემდეგში მეფე გიორგი XII) და თამარი.

ლიტ.: სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973.

ო. სოსელია.