აბაშიძე ანდრია ივანეს ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე ანდრია ივანეს ძე [2 (15). XII. 1914, მოსკოვი, – 26. I. 1992, თბილისი], მეცნიერი სამშენებლო ტექნიკის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1967), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1974). 1940 დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპ. ინჟინერთა ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტი. 1941–47 მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში, 1947-იდან – თბილ. ჰიდროტექ. და ენერგეტ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში უფროს მეცნ. თანამშრომლად, ხოლო 1958-იდან – საქართვ. ენერგეტ. და ჰიდროტექ. ნაგებობათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ნაგებობათა დინამიკის განყ-ბის გამგედ.

ა-ის შრომები ეხება ნაგებობათა გამოცდის თეორიის საკითხებს; შექმნა ტურბოგენერატორებისთვის განკუთვნილი ასაწყობი საძირკვლის რკინაბეტონის კონსტრუქციები, ტურბოაგრეგატის ლითონის საძირკველი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილოდები.


თხზ.: Динамика фундаментов паровых турбин, М.-Л., 1960; Фундаменты машин тепловых электростанций, М., 1975.