აბაშიძე ეკატერინე ივანეს ასული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე ეკატერინე ივანეს ასული (1808–1885), მეფე სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი, იმერეთის აჯანყების 1819–20 გმირის ივანე აბაშიძის ქალიშვილი, როსტომ წერეთლის (1802–76) მეუღლე, აკაკის დედა. აკაკისავე გადმოცემით: „კარგი მწიგნობარი, მეოჯახე, მოხელსაქნარე და მასთანაც კარგი აღმზრდელი“.

ლიტ.: აკაკი წერეთელი, ჩემი თავგადასავალი, თხზულებანი, ტ. 4, პ. ინგოროყვას რედ., თბ., 1948; ასათიანი ლ., ცხოვრება აკაკი წერეთელისა, გამოც. მე-2, თბ., 1965.

გ. შარაძე.