აბაშიძე ზურაბ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
ზ. აბაშიძე.

აბაშიძე ზურაბ ირაკლის ძე (დ. 11. VI. 1951, თბილისი), დიპლომატი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2002), თსუ-ის პროფესორი (2014-იდან).

1973 დაამთავრა მოსკ. მ. ტორეზის სახ. უცხო ენათა ინ-ტი (ესპ. და ინგლ. ენების განხრით). 1978–80 იყო სსრკ გენ. საკონსულოს ატაშე ბომბეიში (ინდოეთი); ინდოეთში მუშაობისას მიაკვლია ქეთევან დედოფლის საფლავის ადგილმდებარეობას გოაში, და-გრასას მონასტერში და ქართულ საზოგადოებას ამის შესახებ აუწყა. 1984–88 – სსრკ საელჩოს მრჩეველი ესპანეთში; 1988–92 – უცხოეთის ქვეყნებთან საქართველოს კულტ. და მეგობრული ურთიერთობის საზ-ბის პრეზიდიუმის თავ-რე;

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იყო ქვეყნის პირველი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ევროპაში. 1993–98 – საქართვ. დიპლ. მისიის ხელმძღვანელი ევროკავშირში; 1993–2000 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში და საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატოში; საქართვ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (2000);

2000–04 – საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში;

2006-იდან არის ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახ. მთავარი სამეცნ. რედაქციის მთ. რედაქტორი;

2012-იდან – საქართვ. პრემიერ-მინისტრის სპეც. წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში.

თხზ.: ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობისაკენ, თბ., 2000; ცივი ომი: წარსული თუ დღევანდელობა?, თბ., 2009; დანგრეული კედლის ჩრდილში: 1990–1999, თბ., 2012; ცივი ომი: მოგზაურობა დღევანდელ წარსულში, თბ., 2021.