აბაშიძე იასონ ლევანის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე იასონ ლევანის ძე [28. III (10. IV). 1904, სოფ. ზემო ალვანი, ახლანდ. ახმეტის მუნიციპ., – 5. II. 1990, თბილისი], მეტყევე, სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1960), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1964). დაამთავრა თსუ-ის აგრონ. ფაკ-ტის სატყეო განყ-ბა (1928). 1960–82 იყო საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ზოგადი მეტყევეობისა და დენდროლოგიის კათედრის გამგე. 1982-იდან – ამავე კათედრის პროფესორ-კონსულტანტი. დაამუშავა საქართველოში ტყის კულტურების განვითარების, დენდროლოგიისა და მთიან ადგილებში სატყეო მეურნეობის წარმოების საკითხები. ავტორია დენდროლოგიის სახელმძღვანელოსი (ნაწ. 1–2, 1952–62).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.