აბაშიძე კონსტანტინე გიორგის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე კონსტანტინე გიორგის ძე (2. VI. 1856, ხარაგაული, – 7. X. 1918, რუსეთი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1912), გენ.-მაიორ გ. ი. აბაშიძის შვილი. დაამთავრა კიევის სამხ. გიმნაზია და ალექსანდრეს მე-3 სამხ. სასწავლებელი I თანრიგით, 1874-იდან მსახურობდა კავკ. გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში, იყო რუს.-ოსმ. (1877–78) და რუსეთ-იაპონიის (1904–05) ომების მონაწილე. 1904–12 მეთაურობდა აღმ. ციმბირის საარტილერიო ბრიგადის მე-2 დივიზიონს, 1912–13 წწ. – 47-ე საარტილერიო ბრიგადას, 1913–16 წწ. – 46-ე საარტილერიო ბრიგადას, 1916 მაისიდან იყო 46-ე საარმიო კორპუსის არტილერიის ინსპექტორი.

დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის II, წმ. ანას II, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

ლიტ.: Список генералом по старшинству на 1912 г. , СПБ.

მ. გოგიტიძე.