აბაშიძე ლევან გიორგი-მალაქიას ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე ლევან გიორგი-მალაქიას ძე (გ. 14. XII. 1757), XVIII ს. I ნახ. იმერეთის სამეფოს პოლიტ. მოღვაწე. მისი ასული თამარი იყო ალექსანდრე V-ის მეუღლე და სოლომონ I-ის დედა. ა. მეთაურობდა თავადთა რეაქციულ ჯგუფს, რ-მაც ახალგამეფებული სოლომონ I ტახტიდან გადააყენა. მალე სოლომონმა ტახტი დაიბრუნა და შეთქმულები დასაჯა. ა-ს კაცხის ციხე წაართვა, თუმცა იგი განაგრძობდა ბრძოლას სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ. 1757 როსტომ რაჭის ერისთავთან ერთად მეგზურობდა სოლომონ I-ის დასამხობად იმერეთში შემოსულ ოსმალთა ჯარს.

დაიღუპა ხრესილის ბრძოლაში, სადაც სოლომონ I-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო. ა-ის წილი მამული მეფემ სახასო საკუთრებად გამოაცხადა.

ლიტ.: ბურჯანაძე შ., სოლომონ I-ის მეფობის პირველი პერიოდი (1752–1768 წწ.), «თსუ შრომები», 1950, ტ. 41; სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973.

ო. სოსელია.