აბაშიძე ნინო ზაქარიას ასული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე ნინო ზაქარიას ასული (20. IX. 1910, სოფ. ვეჯინი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, 1997), მწერალი.

დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტის ფარმაკოქიმიური ფაკ-ტი (1934). პირველი ისტ. მოთხრ. „ალაზნის პირას“ 1947 გამოაქვეყნა „მნათობში“ (ცალკე წიგნად – 1966) და დიდი მოწონება დაიმსახურა. 1948–51 „მნათობშივე“ დაიბეჭდა მისი მოთხრობები „დედა“, „ჭრელი ბაღდადი“, „მზექალა“, „შეხვედრა თერგზე“ (ცალკე წიგნად – 1983), „ზაფხულის ცხელი დღეები“, „მერცხალა“, „მზე და ოცნება“ (1966), აგრეთვე XIX ს. ქრონიკა „ილია“. ა-ს ეკუთვნის მოთხრობები „ჩაშლილი სამზადისი“, „ადამიანი“ (1966–67, „ცისკარი“);

ცალკე წიგნებად გამოვიდა „მოთხრობების კრებული“ (1953), „მოთხრობები“ (1973), „ერთი დღე დროთა ბრუნვაში“ (1987) და სხვ.