აბდუშელიშვილი გივი ვალერიანის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
აბდუშელიშვილი გივი.

აბდუშელიშვილი გივი ვალერიანის ძე (2. V. 1921, თბილისი, – 19. XII. 2001, იქვე), ჰიგიენისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1987). 1942 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. სამხედრო სამსახურში ყოფნისას მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1962–65 იყო საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს კვების ლაბორ. გამგე 1968-იდან მუშაობს საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ სპეციალისტად დიეტოლოგიაში. 1974–88 იყო გ. ნათაძის სახ. სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის დირექტორი (1988-იდან – დირექტორის მრჩეველი), 1976-იდან – ჰიგიენისტთა რესპ. სამეცნ. საზ-ბის თავ-რე.

ა-ის კვლევის საგანია მოსახლეობის კვებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. საკვები პროდუქტების გაუვნებლობა, აგრეთვე ცილის ახ. წყაროების სამედ.-ბიოლ. შეფასება. შემუშავებული და სამედ. პრაქტიკაში დანერგილი აქვს სხვადასხვა პროფესიის პირებისათვის კვების დღიური ნორმები, რეკომენდაციები. სიმსუქნის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის შედგენელი აქვს ქართ. კერძების რეცეპტები და სხვ.

თხზ.: სამკურნალო კვება ზოგიერთი დაავადების დროს, თბ., 1971; Фактическое питание сельского населения Грузинской ССР, «Вопросы питания», 1985. Nº4.