აბელიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბელიანი, სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ჩხიკვთის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), ქვემო ქართლის პლატოზე. მდ. ალგეთის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1000 მ, თეთრი წყაროდან 5 კმ. 151 მცხ. (2014). სოფლის ძვ. სახელწოდებაა აბელია.

XIX ს. 30-იან წლებში ა-ში დასახლდნენ ბერძნები.