აბესაძე დავით ნოდარის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბესაძე დავით ნოდარის ძე (დ. 1. VIII. 1951, თბილისი), მომღერალი (ტენორი). საქართვ. სახ. არტისტი (1988).

1973 დაამთავრა სპი-ის არქიტექტურის ფაკ-ტი, 1980 – თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედ. ინ-ტის ინგლისური ენის ფაკ-ტი. 1973–84 მუშაობდა „საქქალაქმშენსახპროექტის“ არქიტექტორად, 1984-იდან „საქკოოპრეკლამის“ კომბინატის მთ. მხატვარია. -მ 1970 – ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს – თ. სეფერთელაძესა და მ. თავართქილაძესთან ერთად პოლიტექ. ინ-ტში ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „ცისფერი ტრიო“, რ-იც 1973-იდან გამოდის როგორც საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის პროფ. კოლექტივი. ა-ის შესრულება გამოირჩევა უშუალობით, ემოციურობით. აქვს ლამაზი ტემბრის ხმა, ოსტატურად ასრულებს აკომპანემენტს გიტარასა და ფანდურზე. ა. ანსამბლთან ერთად გასტროლებზე იყო საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში (გფრ, დანია, ნიდერლანდი, საფრანგეთი, ინგლისი, ფინეთი, ნორვეგია, შვეცია, იაპონია, აშშ, მექსიკა, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი, ალჟირი, მაროკო და სხვ.). 1979-იდან საქართვ. ტელერადიოს სოლისტია.