აბესაძე კაპიტონ მელქისედეკის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
აბესაძე კაპიტონ.


აბესაძე კაპიტონ. ფილმი „მიქელა“. მღვდლის როლში. 1965.

აბესაძე კაპიტონ მელქისედეკის ძე (25. XI. 1900, სოფ. მუხურა, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 12. VII. 1987, ქუთაისი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1974).

1920 დაამთავრა ქუთ. გიმნაზია. 1921–26 მონაწილეობდა ქუთ. რკინიგზის კლუბის დრამ. წრის სპექტაკლებში. 1928-იდან იყო ქუთ.-ბათუმის თეატრის მსახიობი (ახლანდ. თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. დრამ. თეატრი). სხვადასხვა წლებში იყო თელავის, ქუთ., ხაშურის, თბილ. მუსიკალური კომედიისა და სხვა თეატრების, 1938-იდან სიცოცხლის ბოლომდე კი – ქუთ. ლ. მესხიშვილის სახ. თეატრის მსახიობი. ცნობილი იყო როგორც კომედიური როლების შემსრულებელი. გამოირჩეოდა თვითმყოფადობით, უშუალობითა და სიწრფელით, დახვეწილი იუმორით. -ის რეპერტუარიდან აღსანიშნავია: მანუჩარი, ყვარყვარე (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“, „ყვარყვარე თუთაბერი“), მოსე მწერალი (შ. დადიანი, „ნინოშვილის გურია“, ე. ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით), კირკიტა (მ. ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“), ბესო (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ბენ-აკიბა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), შვაჩი (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“), ხარიტონ აბზიანიძე (გ. ბააზოვის „მუნჯები ალაპარაკდნენ“) და სხვ. მონაწილეობს ფილმებში: „კარდაკარ“ (ბესარიონი, რეჟ. ო. აბესაძე, 1960), „მე ვხედავ მზეს“ (ზოსიმე, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1965), „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (აფრასიონი, რეჟ. დ. რონდელი, 1967), „მყუდრო სავანე“ (გედეონი, რეჟ. ღლონტი, 1971) და სხვ.

                                                                                                                                       შ. ცუცქირიძე.