აბოლი ედუარდ იაკობის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბოლი ედუარდ იაკობის ძე [ 14 (26). II. 1868, ვალტაიკა, ლატვია, – 9. IV. 1959, თბილისი], ფარმაკობოტანიკოსი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1935), პროფესორი (1935), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1944).

1892 დაამთავრა მოსკ. უნ-ტი. მიენიჭა პროვიზორის წოდება, 1899 – ფარმაციის მაგისტრის ხარისხი, 1902 კი - ყაზანის უნ-ტის პრივატ-დოცენტობა. 1915 დაამთავრა მოსკოვის უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი. 1926–52 იყო თბილ. უნ-ტის, შემდეგ კი ფარმაცევტული და სახელმწ. სამედ. ინ-ტების ფარმაკოგნოზიის კათედრის გამგე. 1932–59 სამეცნ.-კვლ. ფარმაკოქიმიური ინ-ტის ფარმაკო-ბოტან. განყ-ბის გამგე. შეისწავლა და აღწერა ადგილ. სამკურნ. მცენარეები. ავტორია სამკურნ. მცენარეთა ფიტოქიმ. და მიკროქიმ. დახასიათებისა. იკვლევდა ფარმაკოგნოზიის სწავლებისა და მეცნ. ფარმაციის პრობლემებს. ხელმძღვანელობდა ფარმაკობოტანიკურ ექსპედიციებს საქართვ. სხვადასხვა რეგიონში, იყო ფარმაცევტული პროფილის 5 ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი და სხვ.

თხზ.: Об отложениях камфоры в тканях камфорного лавра, М., 1899; Разработка методов количественного выделения слизей из лекарственных растений (местного происхождения). «სამეცნ საკვლ. ფარმაკოქიმიის ინ-ტის შრომათა კრებული», 1941, # 4; ფარმაკოგნოზიის მეცნიერული ღირებულება მის განსაზღვრებათა სინათლეში, «თანამედროვე ფარმაცია», 1930, # 2; ორქისების ბოლქვთა ჰისტოლოგიური გამოკვლევა, «ფარმაკოქიმიის ინ-ტის შრომათა კრებული», 1940, # 3; ღვედკეცას ღეროს ფარმაკობოტანიკური გამოკვლევა, იქვე.


ლ. ერისთავი.