აბო თბილელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
აბო თბილელი. ნიში. თბილისი.

აბო თბილელი (დაახლ. 757 – 6. I. 786), ქრისტიანობისათვის წამებული არაბი.

ნერსე II-ის ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი. ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო. ნერსესთან ერთად ქართლში დაბრუნებულ აბოს არაბებმა მოსთხოვეს მაჰმადიანობას დაბრუნებოდა. აბომ უარი განაცხადა. ამის გამო თავი მოჰკვეთეს. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. ხსენების დღეა 8(21) იანვარი. მიჩნეული იყო თბილისის მფარველად. ა. თ-ის მოწამეობა აღწერა VIII ს. მწერალმა იოანე საბანისძემ.


                                                                                                      ა. ბოგვერაძე.

ლიტერატურა:

1. კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.