აბრამადი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბრამადი, აბარმადი, მეფის მოხელე ძვ. საქართველოში.

უმთავრესად სამეურნეო ფუნქციები ეკისრებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, სამეფო კარის ხელისუფალთაგანი, სახლთუხუცესი. „...ამისი Ãელისა იყო სამეფო შემოსავალი და გასავალი; ამან უწყოდა წესნი და რიგნი სახლისა მეფისანი და თათბირობა სამეფოსი და სახასონი მეფისანი. და ამას ქუეითნი Ãელისუფალნი ამისი დასახედნი იყვნენ, არამედ უმეტეს ეჯიბს ქუემორენი“ („ქართლის ცხოვრება“, ტ. 4, თბ., 1973, გვ. 20). სულხან-საბას განმარტებით, ა. შეესაბამება ეზოსმოძღვარს, უფრო ზუსტად – სალაროს ნაზირს. ა-ად იწოდებოდა აგრეთვე მონასტრის ერთ-ერთი ხელისუფალი.

ლიტ.:სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, [ტ.] 1, თბ., 1952, გვ. 173; შანიძე ა., ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი, თბ., 1971, გვ. 147–148, 330.


დ.ფურცელაძე.