აბრამაშვილი ვახტანგ გრიგოლის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
აბრამაშვილი ვახტანგ.

აბრამაშვილი ვახტანგ გრიგოლის ძე (1. IX. 1928, ბორჯომი, – 21. I. 1992, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1978).

სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1948–51). დაამთავრა მოსკ. არქიტ. ინ-ტი (1956). მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“ (1956–63), ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალურ სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1963–72); 1972-იდან – ისევ „თბილქალაქპროექტში“ (1979-იდან იყო არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელი). ძირითადი ნამუშევრები: თბილისში – გამარჯვების (ვაკის) პარკის შადრევნები, კინოთეატრი და სხვ. (1957; ნ. ჯობაძესთან ერთად; საქართვ. ახალგაზრდობისა და სტუდენტობის I ფესტივალის ლაურეატი), სამედიცინო აკადემიის ოტორინოლარინგოლოგიური კლინიკა (1968; თ. მახარაშვილთან და გ. მირიანაშვილთან ერთად) და ყოფ. რესპ. პოლიტგანათლების სახლი (1970; ს. მელაშვილთან, გ. მირიანაშვილთან და გ. სალუქვაძესთან ერთად; მხატვარი ზ. წერეთელი), მეტროპოლიტენის მიწისქვეშა სადგურები – „ვაგზლის მოედანი“ (1965), „აკაკი წერეთლის პროსპექტი“ (1974; დ. მორბედაძესთან ერთად); ქ. მაჰაჩყალაში – სასტუმრო (1977; ო. ბაგრატიონ-მუხრანელთან, ვ. ორუსხანოვთან, ვ. სიხარულიძესთან და გ. ხიზანიშვილთან ერთად), გაგრაში – საქართვ. არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი (1980; რ. ბაირამაშვილთან და დ. მორბედაძესთან ერთად); თბილისში – საქართვ. რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შენობა (1982; გ. მირიანაშვილთან, ლ. ჯანდიერთან ერთად; რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია, 1985), საწარმოო გაერთიანება „ისანის“ ბაგა-ბაღი (1985; ნ. ბუჯიაშვილთან ერთად; საქართვ. მინისტრთა საბჭოს პრემია „ხუთწლედის მატიანე“, 1986) და სხვ.

                                                                                                ს.კინწურაშვილი. მ.მაისურაძე.