აბრამიშვილი ანდრია ზაქარიას ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბრამიშვილი ანდრია ზაქარიას ძე (10. IV. 1910, სოფ. ბაკურციხე, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 10. X. 1983, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, ქართ. წიგნის ისტ. მკვლევარი, ბიბლიოგრაფი, ჟურნალისტი.

მრავალშვილიანი ოჯახიდან გამოსულმა 14 წლის ყმაწვილმა სწავლა დაიწყო ბაკურციხის დაწყებით სკოლაში. 1933 დაამთავრა გურჯაანის პედ. ტექნიკუმი, 1939 – ლენინგრ. სახელმწ. უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი ლინგვისტ-კავკასიისმცოდნის სპეციალობით. მუშაობდა ლენინგრ. მ. სალტიკოვ-შჩედრინის სახ. საჯარო ბ-კაში, სადაც 1941 ჩაირიცხა ასპირანტურაში. იმავე წელს მოხალისედ წავიდა მეორე მსოფლიო ომში (1939–45). 1946 ისევ ასპირანტურაში დაბრუნდა. 1948 დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ქართული წიგნების ბეჭდვა საქართველოს საზღვრებს გარეთ (რომი და მოსკოვი)“. 1949–74 ამ ბ-კის განყ-ბის გამგე იყო. ა. იკვლევდა წიგნთმცოდნეობის, ლიტერატურათმცოდნეობის, ლიტ. ურთიერთობების, ბიბლიოგრაფიის საკითხებს.

მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები.

თხზ.: „ტფილისის უწყებანის“ ანოტირებული ბიბლიოგრაფია, «ბიბლიოგრაფიის მოამბე», 1948, ნაკვ. 4–5; ლიტერატურული წერილები, თბ., 1968; Грузинская периодика. [Аннотированный каталог Грузинской периодики (1819 – 1917), хранящейся в ГПБ им. М. Е. Салтыковащедрина]. Тб., 1968; Из истории грузинского книгопечатания за пределами Грузии, კრ.: Книга. Исследования и материалы, т. З, М., 1960.