აბრამიშვილი როსტომ მიხეილის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბრამიშვილი როსტომ მიხეილის ძე (31. VIII. 1925. თბილისი, — 16. II. 1996, იქვე), არქეოლოგი, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ბრინჯაოსა და რკინის ხანის სპეციალისტი, ისტ. მეცნ. კანდიდატი (1963).

აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმისა (1953—63) და აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ–ტის (1963–იდან) მეცნიერი თანამშრომელი, 1972–იდან ამავე ინ–ტის გვიანდ. ბრინჯაოს — ადრინდ. რკინის ხანის არქეოლ. განყ-ბის გამგე. საქართვ. მეცნ. აკად. არქეოლ. კვლევის ცენტრის შექმნის ერთ–ერთი ინიციატორი და 1977–იდან — ამავე დაწესებულებაში გვიანდ. ბრინჯაოს–ადრინდ. რკინის ხანის არქეოლ. განყ-ბის გამგე. თბილისის არქეოლ. მუზეუმის დამაარსებელი (1988), თბილ. არქეოლ. ძეგლთა დაცვა–შესწავლის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი.

–ის ხელმძღვანელობით წარმოებული არქეოლ. გათხრების შედეგად გამოვლინდა საქართვ. ძვ. ისტ. შესწავლისათვის მნიშვნელოვანი ძეგლები კახეთში, ენგურის ხეობაში, არგვეთში, ითხვისსა და დმანისში. 1969–იდან მისი თაოსნობით დაიწყო თბილისისა და მისი შემოგარენის სისტემატური არქეოლ. შესწავლა. მან გათხარა და შეისწავლა ბრინჯაო–რკინის ხანის ეტალონური ძეგლები (თრელიგორისა და დელისის ნასახლარები, თრელის სამაროვანი, და სხვ.). სამთავროს სამაროვნის მონაცემთა საფუძველზე შეიმუშავა გვიანდ. ბრინჯაოს — ადრინდ. რკინის ხანის ძეგლთა ქრონოლოგია.

ა. იყო არქეოლ. გამოფენების მოწყობის ერთ–ერთი ინიციატორი და მონაწილე აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმსა (1954) და თბილისის არქეოლ. მუზეუმში (1988), აგრეთვე საქართვ. არქეოლ. გამოფენისა გერმანიაში (1995).

                                                                                           მ. აბრამიშვილი.

თხზულებები:

1. სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილი გვიანი ბრინჯაოს ხანის და რკინის ფართო ათვისების ხანის ძეგლების დათარიღებისათვის „ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1957, ტ. 19 в. და 21 в;
2. რკინის ათვისების საკითხებისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, იქვე, 1961, ტ. 22 в;
3. თბილისი I. არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1978 (მიენიჭა საქართვ. მეცნ. აკადემიის პრემია);
4. ამიერკავკასიის არქეოლოგიური ძეგლების ქრონოლოგიური ჯგუფები, საქართვ. მეცნ. აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თბილისის არქეოლოგიური მუზეუმის ბიულეტენი, №1, თბ., 1997.