აბრევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბრევი, სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტის წინაგრის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. ლეხურის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 880 მ, ახალგორიდან 55 კმ.

ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ადრინდ. ფეოდ. ხანაში ადმინისტრაციულად ქსნის ხევში შედიოდა, XV ს-იდან კი – საამილახვროში. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) რუკაზე აღნიშნულია როგორც ქართ. სოფელი. ძვ. ა. ახლანდ. სოფლის ჩრდ-ით 2 კმ დაშორებით გორაკზე იყო გაშენებული. შემორჩენილია დარბაზული ტიპის წმ. თევდორეს ეკლესია, ე. წ. „თუთრი“ (შუა საუკუნები). აქვე აღმოჩენილი ქვევრები და საწნახლები მოწმობენ, რომ ამ ადგილებში ძველთაგანვე მევენახეობა ყოფილა განვითარებული. 1865 სოფელი შედიოდა გორის მაზრის საკორინთლოს სასოფლო თემში და იქ 9 კომლი ცხოვრობდა.

ლიტ.: მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., ლეხურის ხეობა, თბ., 1964.

ჯ. გვასალია.