აბრეშუმა აკაცია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
აბრეშუმა აკაცია.

აბრეშუმა აკაცია, ლენქორანული ალბიცია (Albizzia julibrissin), ფოთოლმცვივანი ხე მიმოზისებრთა ოჯახისა.

მისი სიმაღლე 15–18 მ აღწევს. აქვს ქოლგისებრი, აჟურული ვარჯი, მომწვანო-მოყვითალო ყვავილები, რ-ებშიც გრძლად გამოჩრილია მტვრიანების მოწითალო-ვარდისფერი ძაფები. ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება ოქტ.-ნოემბერში. მისი ფოთოლაკები ღამე და სიცხეში იკეცება. სინათლისა და სითბოს მოყვარული ხეა. საკმაოდ სწრაფად იზრდება. ბუნებრივად გავრცელებულია აზერბაიჯანსა (თალიში) და ირანში, ჩინეთსა და იაპონიაში. ლამაზი დეკორ. ხეა.

საქართველოში მოშენებულია ბაღ-პარკებში.