აბუდელაურის მყინვარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბუდელაურის მყინვარი, მყინვარი დუშეთის მუნიციპალიტეტში,ხევსურეთში, ჭაუხის მასივის ჩრდ.-აღმ. კალთაზე.

სიგრძე 1,8 კმ, ფართ. 0,7 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზ.დ. 2900 მ-მდე. მყინვარის ზემოქმედების გეომორფოლ.ნიშნები კარგად არის გამოხატული ცირკების, კარების , მორენების სახით. ა. მ-იდან გამოედინება მდ. აბუდელაური (როშკისწყლის მარჯვ. შენაკადი,ხევსურეთის არაგვის აუზი).