აბულალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბულალი, ჰერეთის მთავარი XI ს. დამდეგს.

1008, როცა ბაგრატ III-მ ჰერეთის ქვეყანა დაიპყრო, იქ თავისი ერთგული ა. დასვა მთავრად. როგორც ჩანს, იმხანად ადგილ. დინასტია შეწყდა, რადგან საისტ. წყაროებში ჰერეთის მეფე აღარ იხსენიება. როგორც კი ბაგრატმა ჰერეთი დატოვა, ადგილ. ფეოდალებმა ა. გადააყენეს და კახეთის ქორეპისკოპოსს დავითს მიემხრნენ. ამ უკანასკნელმა კი ჰერეთი კახეთს შეუერთა.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970.


თ.პაპუაშვილი.