აბულაშვილი ანზორ სიმონის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბულაშვილი ანზორ სიმონის ძე (3. V. 1932, სოფ. ჯუგაანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტ, –14. VIII. 2013, თბილისი), პოეტი.

დაამთავრა თბილ. ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი (1961). 1962 – 79 მუშაობდა ჟურნ. „დილის“ რედაქციაში, 1980-იდან – გამომც. „ნაკადულში“, ამავე დროს იყო ალმანახ „ჯეჯილის“ მთ. რედაქტორი. პირველი ლექსი 1950 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი – საბავშვო პოემების კრებ. „ჩემი ნაცნობი ბიჭები“ – 1961. ა. ავტორია კრებულებისა: „ლექსები“ (1966), „ლექსები“ (1968), „საუბარი გრძელდება“ (1972), „ლექსები“ (1979), „კოშკები“ (1980), „ლექსები“ (1981), „მოდიოდა...“ (1983), „მარადიული შუქურა“ (1986), „ცხრაკარა“ (2004). პოპულარულია მისი ლექსი „მახარობელი“ („წუხელის ბიჭი დაბადებულა“ ), რ-იც 2004 ცალკე დაიბეჭდა, და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია რამდენიმე უცხოურ ენაზე.

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.