აბულეთისძე ივანე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბულეთისძე ივანე, კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XII ს. I ნახევარში.

ჰყავდა ძე – ქირქიში. 1124 დავით აღმაშენებელმა ა. მამასთან, აბულეთთან ერთად ანისის გამგებლად დანიშნა. დემეტრე I-ის მეფობაში ა-მ თურქთაგან გაათავისუფლა დმანისი. თამარის პირველი ისტორიკოსი მოიხსენიებს როგორც გამოჩენილ სარდალსა და თურქებთან მრავალი ბრძოლის მონაწილეს. პოლიტ. უთანხმოების გამო დემეტრე I-ის ბრძანებით მოკლეს.

ლიტ. იხ. სტ-თან აბულეთისძენი.

ნ. შოშიაშვილი.