აბუ უბაიდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბუ უბაიდი ალ-კასიმ იბნ სალამ იბნ მისქინ იბნ ზაიდი (770, ჰერეთი, – 838, მექა), ცნობილი არაბულენოვანი ფილოლოგი, ყურანისმცოდნე და იურისტი.

ადრინდ. შუა საუკუნეების საქართველოს ისტ. შესწავლის თვალსაზრისით, მის მრავალრიცხოვან ნაშრომებს შორის (დაახლ. 20-მდე) მნიშვნელოვანია იურიდ. ტრაქტატი „წიგნი ქონების შესახებ“ („ქითაბ ალ-ამვალ“). იგი შეიცავს არაბი მხედართმთავრის ჰაბიბ იბნ მასლამას (614–662) მიერ VII ს. 50-იანი წლების შუა ხანებში თბილისის მოსახლეობის სახელზე გაცემული „დაცვის სიგელის“ („ქითაბ ალ-ამან“) არაბულ ტექსტს. იქვეა მოტანილი თბილისელთათვის განკუთვნილი ჰაბიბ იბნ მასლამას წერილის არაბული ტექსტი. ა. უ. ქრონოლოგიურად ყველაზე ადრინდ. ავტორია არაბ ავტორთა შორის (ალ-ბალაზური, ალ-ტაბარი, იაკუთი), რ-მაც თავის ნაშრომში შემოგვინახა ჰაბიბ იბნ მასლამას წერილისა და „დაცვის სიგელის“ არაბული ტექსტი.

ლიტ.: ცქიტიშვილი ო., ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელი“ აბუ უბაიდის თხზულებაში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1976, # 2.


ო. ცქიტიშვილი.