ა კაპელა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

ა კაპელა (იტალ. a cappella), მრავალხმიანი გუნდური სიმღერა მუს. საკრავთა თანხლების გარეშე.

როგორც პროფ. საგუნდო ხელოვნების საშემსრულებლო სტილი, ა. კ. ჩამოყალიბდა შუა საუკ. მიწურულს საკულტო პოლიფონიაში. უდიდეს განვითარებას მიაღწია აღორძინების ხანის ნიდერლანდში და კლასიკური გამოხატულება პოვა რომის პოლიფონიური სკოლის მამამთავრის ჯ. პალესტრინას შემოქმედებაში. ა კ-ს იყენებენ თანამედროვე საგუნდო ხელოვნებაშიც. განსაკუთრებით გავრცელებულია ხალხ. შემოქმედებაში. ქართ. ხალხ. საგუნდო სიმღერა უპირატესად ა კ-ით სრულდება. ქართ. პროფ. მუსიკაში ფართოდ გამოიყენებოდა შუა საუკ. საგალობლებში. თანამედროვე პროფ. მუსიკაში იგი XX დასაწყისში დამკვიდრდა (ნ. სულხანიშვილის საგუნდო ნაწარმოებები).