ბაირამაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

ბაირამაშვილი რევაზ არჩილის ძე (14. X. 1929, თბილისი, – 30.V. 2012, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1959).

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1953). 1953-იდან მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“ (1979-იდან იყო პროექტის მთავარი არქიტექტორი). ძირითადი ნამუშევრები: თბილისში – საცხოვრ. სახლები მცხეთის ქუჩაზე (1962; თ. კანდელაკთან და დ. მორბედაძესთან ერთად), კეკელიძის ქუჩაზე (1968; ლ. მეძმარიაშვილთან და ნ. შოშიტაიშვილთან ერთად), ტ. ტაბიძის ქუჩაზე (1968); კომპლექსი: უნივერმაღი „თბილისი“. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრი (ორივე – 1977) და მეტროპოლიტენის სადგურის „თავისუფლების მოედნის“ მიწისზედა ვესტიბიული (1967 – 75; ყველა ავტორთა ჯგუფთან ერთად), საქართვ. სოფლის მშენებლობის სამინისტროს ინჟინრულ- ლაბორ. კორპუსი (1977; ლ. მეძმარიაშვილთან და ი. ყავლაშვილთან ერთად), რკინიგზის ვაგზალი (I რიგი – 1988; ი. ყავლაშვილთან, გ. შავდიასთან, ა. ჯიბლაძესთან ერთად; საქართვ. სახელმწ. პრემია, 1992); გაგრაში – საქართვ. არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი (1980; ვ. აბრამიშვილთან, დ. მორბედაძესთან, ი. ყავლაშვილთან ერთად) და სხვ.

ლიტ.:საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017.

ს. კინწურაშვილი. მ. მაისურაძე.