დავით ნოდარის ძე კერესელიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

დავით ნოდარის ძე კერესელიძე (დ. 14. V. 1956, თბილისი), ინჟინერ-ჰიდროლოგი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1997), სა­ქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემიის ­ნამდვ. წევრი (1997-იდან), საინჟინრო აკადემიის ­ნამდვ. წევრი (2007-იდან), იუნესკოსთან არსებული სა­ქართვ. ჰიდროლ. კომიტეტის თავ-რე (1997-იდან).

1978 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.- გეოლ. ფაკ-ტი. 1982–87 მუშაობდა წყალთა მეურნ. ინ-ტის მეცნიერ თანამშრომლად. 1986–87 სამეცნ. სტაჟირებით იმყოფებოდა კიოტოს (იაპონია) უნ-ტის საინჟინრო ჰიდ­როლოგიის ლა­ბო­რა­ტო­რია­ში, სადაც იკვლევდა იაპონიის წყალსაცავებს. მონაწილეობდა წყალსაცავებში მიმდინარე პროცესე­ბის პროგნოზირების მათ. მოდე­ლის შე­მუშავებაში, რ-იც ­შემდგომ დაინერგა სა­ქართვ. წყალ­საცავებში.

1987–95 კ. იყო თსუ-ის გეოგრ.- გეოლ. ფაკ-ტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის კა­თე­დრის დოცენტი, 1995– 2006 – პროფესორი. ამ პერიოდში მის მიერ შემუშავდა წყალდიდობების, წყალმოვარდნებისა და დატბორვის უვნებელყოფის მეთოდები.

2003–05 კ. იყო თსუ-ის გეოგრ. ფაკ-ტის დეკანი, 2005–06 – ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეცნიერებათა ფაკ-ტის დეკანის მო­ად­გი­ლე გეოგრ. დარგში, 2006–10 – ჰიდროლ., მეტეოროლ. და ოკეანოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. 2000–10 მუშაობდა ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტში. 2010-იდან კ. არის თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბისმე­ტყვე­ლო მეცნ. ფაკ-ტის გეოგრ. დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ჰიდროლ., ოკეანოლოგიის და მეტეოროლ. კა­თე­დრის გამგე; 2014- იდან – წყალთა მეურნეობის ინტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

კ-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, რ-ებიც ძირითადად ეხება წყლის რესურსების ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებას, რეკრეაციის გავლენას წყლის ეკოსისტემებზე და სხვ. 1999–2012 თანაავტორებთან ერთად მონაწილეობდა გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაში.

თხზ.: ჰიდროლოგიური მახასიათებლების განსაზღვრის მეთოდები, თბ., 2009; ზოგადი ჰიდროლოგია, თბ., 2011; ზოგადი ოკეანოლოგია, ნაწ. 1 – ზღვებისა და ოკეანეების ჰიდროლოგია, თბ., 2013; ; Assessment of the flooding in the Black See coastal area of Western Georgia, «Journal of Environmental Protection and Ecology (JEPE)», 2010, vol. 11, #4; Allowable Soil Erosion Rates in Georgia // ISSN: 1064–2293, «Eurasian Soil Science», 2013, vol. 46, #3; Assessment of the riverside vulnerability, «Journal of Environmental Biology», 2017, vol. 38, #5.