თავაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

ამბროსი გიორგის ძე თავაძე

ამბროსი გიორგის ძე (10. IX. 1900, მთისძირი, ახლანდვანის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, – 5. V. 1961, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1958). დაამთავრა სამტრედიის გიმნაზია (1921), თსუ-ის პედაგოგიური ფაკ-ტის ფილოსოფიის განყ-ბა (1926). 1926– 31 მუშაობდა სკოლის მასწავლებლად, 1931–38 იყო თსუ-ის თანამშრომელი, 1958-იდან გარდაცვალებამდე – პროფესორი. შეთავსებით იყო თსუ-ისა (1944) და სა­ქართვ. მეცნ. აკად. ფილოსოფიის ინ-ტის (1945–53) სწავლული მდივანი.

თ-ის მოღვაწეობის ძირითადი სფეროები: ესთეტიკა და ესთეტიკის ისტორია, რელიგ. ფილოსოფია.

თხზ.: მშვენიერების პრობლემა პლატონის ფილოსოფიაში, თბ., 1938; რელიგია და იდეალიზმი, თბ., 1936; ი. ჭავჭავაძის ფილოსოფიური და ესთეტიკური შეხედულებანი, თბ., 1954; ხელოვნების ხალხურობისა და იდეურობის საკითხი ბელინსკის ესთეტიკაში, თბ., 1959.

დ. კალანდაძე.



გიორგი გრიგოლის ძე თავაძე

გ. თავაძე

გიორგი გრიგოლის ძე (დ. 21. VI. 1955, ლან­ჩხუ­თი), სპორტსმენი, ფეხბურთელი. საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1981). დაამთავრა თსუ (1977). თამაშობდა ლან­ჩხუ­თის "გურიაში" (1972– 78), ქუთაისის "ტორპედოში" (1983–84), იყო თბილ. "დინამოს" ნახევარმცველი და მცველი (1979– 82). უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 75 მატჩი (4 გოლი). 1981 თბილ. "დინამოს" შემადგენლობაში მოიპოვა ევრ. ქვეყნების თასის მფლობელთა თასი. დასახელებული იყო სსრკ-ის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის.













გიორგი ვახტანგის ძე თავაძე

გიორგი ვახტანგის ძე (1882, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხატაურის რ-ნი, – XX ს. II ნახ., საფრანგეთი), სა­ქარ­თვე­ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი (1921). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904–05) ომში. 1913 მსახურობდა კავკ. მსროლელ პოლკში, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18), სადაც დაიჭრა; 1918– 21 იყო ქართ. ჯარში. მსახურობდა სამხ. სამინისტროში, მეთაურობდა ქართ. ლეგიონს. თავი გამოიჩინა საქართველო-სომხეთის 1918 ომის დროს. 1921 ემიგრაციაში წავიდა.

დაჯილდოებულია წმ. ანას IV ხარისხის ორდენით.

ლიტ.: კვინიტაძე გ., მოგონებანი (1917–21), ტ.1, თბ., 1998.

ლ. დოლიძე.



გიორგი მერაბის ძე თავაძე

გ. თავაძე

გიორგი მერაბის ძე (დ. 5. III. 1962, თბილისი), რეჟისორი, ს. ახმეტელის სახ. (2005) და კ. მარჯანიშვილის სახ. (2010) პრემიების ლაურეატი. 1990 დაამთავრა სა­ქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სა­ხელმწ. უნტი (რ. სტურუას შემოქმედებითი სახელოსნო); 1999–2000 იყო შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. აკად. თეატრის, ხოლო 2001–06 – ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ. სა­ხელმწ. დრამ. თეატრის რეჟისორი, 2006– 13 – თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. თ-ის დადგმებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: რუსთაველის თეატრში – ი. სამსონაძის "იქ სადაც ღვარად მოედინება" და "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე" (ამავე სპექტაკლის დადგმა ბათუმის თეატრში აღინიშნა წლის საუკეთესო რეჟისორის დიპლომით); თ. ჭილაძის "ნახვის დღე" (რ. სტურუასთან ერთად); ქუთაისის ლ. მესხი­შვი­ლის სახ. დრამ. თეატრში – ვ. სიხარულიძის "გარეუბნის მარტოსახლი"; სამეფო უბნის თეატრში (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა), ლ. ბუღაძის "ნუგზარი და მეფისტოფელი"; ბათუმის დრამ. თეატრში – ი. სამსონაძის "საღამოს ბაღში, როგორც სიზმარში", თ. ჭილაძის "ჭალას ჩიტი ჩამკვდარიყო" (ვ. ბერიძესთან ერთად). ბათუმის მუს. ცენტრის ბავშვთა და მოზარდთა საოპერო თეატრში დადგა საოპერო სპექტაკლი ვ. ბელინის "მონტეგები და კაპულეტები". მონაწილეობდა კულტ. საერთაშ. ბაზრობა "კავკასია 2007-ში", სადაც დაჯილდოვდა რეგიონის საუკეთესო რეჟისორის სერტიფიკატით.





გიორგი ფერდინანდის ძე თავაძე

გ. თავაძე

გიორგი ფერდინანდის ძე (დ. 6. XII. 1945, თბილისი), მეტალურგი. სა­ქართვ. მეცნ. ეროვნული აკად. წ.-კორ. (2009), ტექ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (2002). 1967 დაამთავრა სპი-ის მეტალურგიის ფაკ-ტი, ლითონმცოდნეობისა და ლითონების თერმული დამუშავების სპეციალობით. 1967 მუშაობა დაიწყო სა­ქართვ. მეცნ. აკად. მეტალურგიის ინ-ტში (ახლანდ. ფ. თავაძის სახ. მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტი). 1992–2004 მუშაობდა სა­ქართვ. თავდაცვის სამინისტროს ტექ. სამმართველოს უფროსად; 1998–2002 – სა­ქართვ. შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის სტრატეგიული დაგეგმარებისა და სამეცნ.-ტექ. კვლევების მთ. სამმართველოს უფროსად. 2002–04 იყო სა­ქართვ. თავდაცვის გ. ფ. თავაძე. სამინისტროს კვლევებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი, 1997–2005 კი – NATO-ს კვლევებისა და ტექნოლოგიების ორგანიზაციისა და სახმელეთო შეიარაღების ჯგუფის ეროვნ. კოორდინატორი. 2005 აირჩიეს სა­ქართვ. საინჟ. აკად. ნამდვილ წევრად. 2006 ამერიკის ბიოგრაფიული საზ-ბის მმართველ რედაქტორთა საბჭომ მიანიჭა მასალათმცოდნეობის ექსპერტის წოდება. 2006-იდან მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტის დირექტორია.


თ-ის სამეცნ. კვლევის მიმართულებებია: ამორფული და წვრილკრისტალური მასალების მიღება; ლითონური ნალღობიდან ზესწრაფი წრთობით თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის (თმს) ტექნოლოგიით A–15 ტიპის ლითონური და მაღალტემპერატურული კერამ. ზეგამტარი მასალების მიღება; თმს ტექნოლოგიით ბორისა და მისი ნაერთების მიღება და კვლევა.


არის სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემიის ლაურეატი (1988). მინიჭებული აქვს პოლკოვნიკის წოდება და (1996) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. 2013 მიენიჭა გიორგი ნიკოლაძის პრემია.

თხზ.: Получение специальных материалов методами самораспространяющегося высокотемпературного синтеза, Тб., 2011 (თანაავტ. А.С. Штепнберг).



დავით ელიზბარის ძე თავაძე

დავით ელიზბარის ძე (1916, სოფ. აცანა, ახლანდ. ლანჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, – 20. VI. 1979, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (19. VIII. 1944); მფრინავი, მაიორი. 1936 დაამთავრა ბათუმის აეროკლუბი, 1938 გაიწვიეს საბჭ. შეიარაღებულ ძალებში. II მსოფლიო ომის (1939– 45) დროს იბრძოდა ჩრდ. კავკასიაში, ვოლგაზე, ტამანის ნ.-კ-ზე, ნოვოროსიისკთან, იალტასთან, ფეოდოსიასთან, სევასტოპოლთან. საჰაერო ბრძოლაში მოპოვებული წარმატებისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება (მისი ხელმძღვანელობით ­ესკადრილიამ განახორციელა 1227 საბრძოლო გაფრენა). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, საბრძოლო ორდენები და მედლები, მ. შ. წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი.

ტ. ჩინჩილაკა­შვი­ლი.


დიმიტრი მათეს ძე თავაძე

დ. თავაძე

დიმიტრი მათეს ძე (6. II. 1911, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხატაურის რ-ნი, – 6. III. 1990, თბილისი), სა­ქართვ. სახ. მხატვარი (1967), სტალინური პრემიის ლაურეატი (1951). 1930 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია. მისი პედაგოგები იყვნენ ე. ლანსერე, გ. გაბა­შვი­ლი, ი. შარლემანი, ჰ. ჰრინევსკი. 1930–52 იყო შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. აკად. დრამ. თეატრის მხატვარი, 1952–76 – მთავარი მხატვარი. მუშაობდა აგრეთვე თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრსა და ვ. სარაჯი­შვი­ლის სახ. საოპერო სტუდიაში.


გააფორმა სპექტაკლები: დ. კლდია­შვი­ლის "შემოდგომის აზნაურები" (1936), ი. მოსა­შვი­ლის "ჩაძირული ქვები" (1949, სტალინური პრემია, 1951), ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი" (1952), ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი" (1954), პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი" (1959), პ. კოჰოუტის "როცა ასეთი სიყვარულია" (1959) – შოთა რუსთაველის სახ. თეატრში; მ. ბარათა­შვი­ლის "ჭრიჭინა" (1954) – კიევის ლ. უკრაინკას სახ. დრამ. თეატრში; გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი" (1955) – მოსკოვის ა. პუშკინის სახ. დრამ. თეატრში; კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი" (1959) – ქუთაისის ლ. მესხი­შვი­ლის სახ. დრამ. თეატრში და სხვ. თ-ის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია პირობი­თი ხასიათის კონსტრუქციული და­ნადგარებისა და ყოფით-ილუზორული ელემენტების შერწყმა, ნახატის გრაფ. სიმკვეთრე და ფერთა დეკორ. შეხა­მება. თ-მ მნიშვნელოვანი წვლი­ლი შეიტა­ნა ქართ. თეატრის მხატვრობის განვითარებაში 50-იან წლებში, ნატურალისტურ ტენდენციებთან ბრძოლის საწყის ეტაპზე.

ლიტ.: ა ლ ა დ ა ­შ ვ ი ­ლ ი ნ., დიმიტრი თავაძე, თბ., 1986; კ ი კ ნ ა ძ ე ვ., მხატვარ-რეალისტი, «დროშა», 1963,

  1. 12; კ უ ხ ი ა ნ ი ძ ე ტ., დიმიტრი

თავაძის შექსპირიანა, «თეატრალური მოამბე», 1975, N4.

ქ. კინწურა­შვი­ლი.

ილია ყაისარის ძე თავაძე

ილია ყაისარის ძე (26. XII. 1905, სოფ. ნატანები, ახლანდ. ოზურგეთის მუ­ნი­ცი­პა­ლიტე­ტი, – 9. XI. 1973, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1965), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). სკკპ წევრი 1931-იდან. დაამთავრა მოსკ. პედ. ინ-ტი (1934). 1938-იდან იყო საქ. კპ ცკის მდივანი აგიტაციისა და პროპაგანდის დარგში, 1943–46 – სა­­ ქართვ. სა­ხელმწ. კონტროლის სახ. კომისარი, 1946–49 – სსრკ საელჩოს პირველი მდივანი პარიზში, 1951–53 – სსრკ ელჩი სირიასა და ლიბანში, 1953–55 – სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის განყ-ბის გამგე, 1955–73 – შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის რექტორი. საქ. სსრ I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქ. კპ ცკ-ის წევრი (1938–47), ცკ-ის ბიუროს წევრი (1938–43). იკვლევდა მატერიალ. დიალექტიკისა და მარქსისტული ესთეტ. პრობლემებს. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

თხზ.: მშვენიერების პრობლემა მარქსამდელი ესთეტიკის ისტორიაში, თბ., 1962; მხატვრული გემოვნების აღზრდის საკითხისათვის, თბ., 1961; О категориях материалистической диалектики, «ფილო­სოფიის ინ-ტის შრომები», 1957, ტ. 7.



მერაბ შალვას ძე თავაძე

მ. თავაძე

მერაბ შალვას ძე (დ. 29. VII. 1942, თბილისი), მსახიობი და რეჟისორი. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1982). 1963 დაამთავრა სა­ქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო, ხოლო 1979 – კინოსარეჟისორო ფაკტი (ო. იოსელიანის სახელოსნო). 1963–80 შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. აკად. თეატრის მსახიობი იყო, 1979-იდან – კინოსტუდია "ქარ­თუ­ლი ფილმის" დამდგმელი რეჟისორი. 1992 მეუღლესთან – ი. გიგო­შვილთან ერთად დააარსა "სამეფო უბნის თეატრი" და წლების განმავლობაში არის მისი უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი. თ-ის მიერ რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დათო (ვ. როზოვის "ვახშმობის წინ"), ლაშიკო (გ. ნახუცრი­შვი­ლის "ჭინჭრაქა"), ბობენი (ე. ლაბიშის "ჩალის ქუდი") და ლიზანდრი (უ. შექს­პი­რის "ზაფხულის ღამის სიზმარი", პერდიკანი ( ა. მიუსეს "სიყვარული სახუმარო არ არის"); მარჯანიშვილის თეატრში – თარაშ ემხვარი [კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება" (მიწვეული მსახიობის რანგში)], იპოლიტი (ჟ. რასინის "ფედრა") და სხვ. მის მიერ შესრულებულ როლებს ახასიათებს უშუალობა, სცენური მომხიბვლელობა. გადაღებულია კინოფილმებში: "დრო იწურება განთიადზე" (მოსფილმი, 1965), რუსტამი და სუხრაბი ("ტაჯიკ ფილმი", 1970), "ბატერფლაის დაბრუნება" (დოვჟენკოს კინოსტუდია, 1983), "მყუდრო სავანე" (რეჟ. კ. ღლონტი, 1970), "თოჯინები იცინიან" (რეჟ. ნ. სანი­შვი­ლი, 1964). საერთაშ. აღიარება მოიპოვა თ-ის მიერ გადაღებულმა ფილმებმა: "ოკეანე" (გრან-პრი საზღვაო ფილმების საერთაშ. ფესტივალზე, ვილნიუსი, 1976), "მაცგი" (1982, 5 ჯილდო ევრ. ხუთი ქვეყნის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე), "მე დავბრუნდები" (1982), "ბრავო, ალბერ ლოლიშ" (1987, პრიზი მოსკოვის საერთაშ. ფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისათვის, 1988), "ფესვები" (1999), "ხვეული კიბით" (2001, მთ. პრიზი ანაპის საერთაშ. კინოფესტივალზე საუკეთესო გამოსახულებისა და ოპერატორული ნამუშევრისათვის); "წინაპართა ნაკვალევზე"(1990). თ-ის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: "მოვედ სიყვარულისათვის" (რუსთაველის თეატრი, 1991), "შუშანიკის წამება" (1997) და "დრო და ჟამი" (1996; ორივე "სამეფო უბნის" თეატრი); გერმ. რეჟისორებთან (გ. ზევილდი და მ. კნისბეგი) ერთად ქ. ესენის "გრილო-თეატრში" წარმოადგინა სპექტაკლი "ოიდიპოს მეფე – ოიდი­პოსი კოლონოსზე" (1993).

ლ. შენგელია



ნიკოლოზ (ნიკა) მერაბის ძე თავაძე

ნ. თავაძე

ნიკოლოზ (ნიკა) მერაბის ძე (დ. 8. V. 1970, თბილისი), მსახიობი და რეჟისორი. ი. გოგება­­ შვი­ლისა (1993) და კ. მარჯანი­­ შვი­ლის სახ. (2000) პრემიების ლაურეატი. 1991 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტი (შ. გაწერელიას ჯგუფი). 1994–97 მუშაობდა "სამეფო უბნის თეატრის" დაარსებაზე. ამავე თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რემი (ი. მისიმას "ჩემი მეგობარი ჰიტლერი"), ნუგზარი (ლ. ბუღაძის "ნუგზარი და მეფისტოფელი"; სა­ქართვ. თეატრ. საზ-ბის ყოველწლიური პრემია – მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), მამაკაცი ("აქ, ამ სავანეში"); ბრიკი (ტ. უილიამზის "კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე") და სხვ. ამავე თეატრში დადგა ფ. ვებერის "კონტრაქტი", 2007 და ს. მროჟეკის "სტრიპტიზი", 2012. 2000იდან კ. მარჯანი­შვი­ლის თეატრის წამყვანი მსახიობია. ამ თეატრში შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: იუდა (მ. ბულგაკოვის "პილატე"), ურიელ აკოსტა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა", 2006), ობერონი (უ. შექს­პი­რის "ზაფხულის ღამის სიზმარი", 2006), ქაქუცა ჩოლოყა­შვილი (გ. ქართველი­შვი­ლის "ქაქუცა ჩოლოყა­შვი­ლი", 2007), ფერნანდო (ე. გლანსერანი "გრონჰოლმის მეთოდი", 2013) და სხვ. გადაღებულია არაერთ ქართ. და საზღვარგარეთულ კინოფილმში, მ. შ. აღსანიშნავია: "იავნანამ რა ჰქმნა" (1993), "ბრავო, ალბერ ლოლიშ" (1997), "ხვეული კიბით" (რეჟ. მ. თავაძე, 2001; 2004 დაჯილდოებულია კიევის საერთაშ. ფესტივალზე "სტოჟარის" პრემიით, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), "რენე მიდის ჰოლივუდში" (რეჟ. ა. ცაბაძე, 2010, ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის) და სხვ.








რობერტ გერონტის ძე თავაძე

რ. თავაძე

რობერტ გერონტის ძე (24. IV. 1930, თბილისი, – 16. IV. 2004, იქვე), საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტი (1979). 1948 დაამთავრა სსრკ სამხ.-საჰაერო ძალების სპეცსკოლა, 1951 – ვლადიკავკაზის სამხ.-საავტომობილო სასწავლებელი, 1970 – სსრკ შეიარაღებული ძალების გენშტაბის კ. ვოროშილოვის სახ. სამხ. აკადემია, 1973 – ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპ. სამხ. აკადემია. 1951-იდან მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში, 3 წელი – ჩინეთში, შემდეგ – მოლდავეთში, უკრაინაში, 1970-იდან – ამიერკავკასიის სამხ. ოლქში, 1976-იდან შორეულ აღმოსავლეთში. 1985–88 იყო შორეული აღმოსავლეთის მიმართულების ჯარების მთ. სარდლის მოადგილე, 1992–95, 1998–99 – სა­ქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 1999–2004 – საქართველოს პარლამენტის წევრი. არის ვახტანგ გორგასლის ორდენის სრული კავალერი (2000).

ლ. დოლიძე







რუბენ მათეს ძე თავაძე

რ. მ. თ ა ვ ა ძ ე. "კომპოზიტორი ზაქარია ფალია­შვი­ლი". 1938.

რუბენ მათეს ძე (1903, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხა­ტაურის რ-ნი, – 1941, ქ. ქერჩი), მოქანდაკე. სწავ­ლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში (1924–29), 1934-იდან – ლენინგრადის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტ. ინ-ტში. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში. იყო სა­ქართვ. მხატვართა კავშირის თავ-რე (1938– 40). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. დაიღუპა ქერჩის მისადგომებთან. ძირითადი ნამუშევრები: კომპოზიტორი ზ. ფალია­შვი­ლი (1938, თაბაშირი, თბილ. კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის ფოიე), ა. წულუკიძე (ქვა, 1935, ქუთაისი), ბ. ძნელაძე (ბრინჯაო, 1930, ალექსანდრეს ბაღი, ახლანდელი ლეონიძის სახ. ბაღი კ. მერაბი­შვილთან ერთად, თბილისი, ამჟამად აღებულია). თ-ის სხვა ნამუშევრები ინახება შ. ამირანა­შვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში.









ფერდინანდ ნესტორის ძე თავაძე

ფ. თავაძე

ფერდინანდ ნესტორის ძე [8 (21). V. 1912, გორი, – 19. XI. 1989, თბილისი], მეტალურგი. სა­ქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960). ტექ. მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1947), სა­­ ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). ქართ. ენციკლოპედიის დაარსების დღიდან გარდაცვალებამდე იყო მისი მთ. სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1936 დაამთავრა ლენინგრადის ინდუსტრიული ინ-ტი. 1936–37 მუშაობდა იქვე (ინდუსტრიული ინ-ტის სამსხმელო ლაბორატორია, ლითონთა ­ცენტრ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, ს. კიროვის სახ. ჩარხმშენებელი ქარხნის ლაბორატორია). 1937იდან მუშაობას იწყებს თბილისში, პ. მელიქი­შვი­ლის სახ. ქიმიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მეტალურგიის ლაბორატორიაში. 1940–45 იყო თბილ. ქიმიის ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი, 1945–51 – სა­ქართვ. მეცნ. აკად. მეტალ. ინტის ლითონმცოდნეობის ლაბორ. გამგე, 1951–87 – ამავე ინ-ტის დირექტორი (1991-იდან ინ-ტი თ-ის სახელობისაა). პარალელურად, 1948–88 იყო სპი-ის ლითონთა ტექნოლ. და ლითონმცოდნეობის კათედრის გამგე. თ-ის ძირითადი შრომები ეხება შენადნობთა თეორიას; მაღალი სიმტკიცის თუჯის მიღებასა და სამსხმელო წარმოებას; ლითონების უწყვეტ ჩა­მოსხმას; უნიკელო, ­უჟანგავი, კრიოგენული, რადიაცია- და მხურვალმედეგი ფოლადების ახ. კომპოზიციების, ძაფისებრი კრისტალების, თხელი აფსკებისა და დამცავი საფრის მიღებას, მათი თვისებების შესწავლას; ლითონთა კოროზიას; ბორის, მისი შენადნობებისა და ნაერთების მიღების შესწავლას; ძვ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ლითონის ნაკეთობათა წარმოების ტექნოლ. დადგენას და ა.შ. ნაშრომთა ციკლისათვის "ლითონურ ნაკეთობათა ფიზ.-ქიმ. თვისებების კვლევის მეთოდების შემუშავება" მიენიჭა გ. ნიკოლაძის სახ. პრემია (1976). მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Бронзы древней Грузии, Тб., 1959 (თანაავტ. Т. Н. Сакварелидзе); Нормальный и дислокационный рост кристаллов некоторых цветных металлов, М., 1965 (თანაავტ. Т. Л. Килитаури); Коррозионная стойкость титановых сплавов, М., 1969 (თანაავტ. С. Н. Манджгаладзе); Некоторые приложения теории капиллярности при физико-химическом исследовании расплавов, Тб., 1971 (თანაავტ.: Д. В. Хантадзе, Э. Г. Оникашвили); Основные направления развития процесса непрерывного литья, М., 1982 (თანაავტ.: М. Я. Бровман, Ш. Д. Рамишвили, В. Х. Римен).

იბლ.: ფერდინანდ თავაძე. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ზ. მახარაძე, ი. ცხვა­რია­შვი­ლი, თბ., 1984.





შალვა მათეს ძე თავაძე

შალვა მათეს ძე (15. IX. 1907, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხატაურის რ-ნი, – 13. I. 1989, თბილისი), არქი­ტექტორი. სა­ქართვ. დამს. ინჟი­ნერი (1961). 1925–28 სწავლობდა თბილ. სა­ხელმწ. სამხატვრო აკადემიაში, ხოლო შემდეგ მოსკ. უმაღლეს არქიტ.-სამშ. ინტში, რ-იც დაამთავრა 1931. 1931– 41 ხელმ­ძღვა­ნელობდა სა­ქართვ. სახ. კომისართა საბჭოს ხელოვნ. სამმართველოსთან არსებულ საპროექტო სახელოსნოს. 1956–60 იყო სა­ქართვ. კულტ. სამინისტროს საპროექტო განყ-ბის მთ. არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრები: თბილ. სა­ხელმწ. კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია და დაშენება (1938–41); სა­ხელმწ. დრამ. თეატრი ქუთაისში (1955, არქიტ. მ. შავიშვილთან ერთად); სა­ხელმწ. დრამ. თეატრი გორში (1938, არქიტ. მ. ჩხიკვაძესთან ერთად); კინოთეატრები: ქუთაისში (1957), ზუგდიდსა (1957) და ფოთში (1958). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სა­ხელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1936–41). 1934 სა­ქართვ. არქიტექტორთა კავშირის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად. იყო რეპრესირებული.

თ. გერსამია.