თამაზ მიხეილის ძე კერესელიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

თამაზ მიხეილის ძე კერესელიძე (დ. 24. V. 1946, თბილისი), ფიზიკოს-თეორეტიკოსი. ფიზიკამათ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (2002). 1971 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. 1972–74 მუშაობდა მოსკოვის ი. კურჩატოვის სახ. ატომური ენერგიის ინტში. 1975-იდან მუშაობს თსუ-ის ფი­ზიკის ფაკ-ტზე სხვადასხვა თანა­მდებობაზე. ეწევა პედ. საქმიანობას. კ-ის სამეცნ. ინტერესების სფეროა მოლეკულური და ატომური ფიზიკა, დაჯახებათა კვანტური თეორია. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა.

თხზ.: Correlation of the diabatic molecular orbitals in diatomic quasimolecules, «Journal of Physics B: Atomic, Molecular and Optical Physics», 20, 1981,1987; Analytical expressions for two-Coulomb-centre wavefunctions at large internuclear distances (თანაავტ.: ი. ნოსელიძე, მ. ჩიბისოვი), «Journal of Physics B: Atomic, Molecular and Optical Physics», 36 853, 2003.