ისანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

ძვე­ლი თბი­ლი­სის ისტო­რიული უბა­ნი. მდე­ბა­რე­ობს ­მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, ქა­ლა­ქის ცენტრის აღმ-ით. ამ ად­გილ­ზე, VIII ს-ში იდ­გა სა­დი­ლე­გო (სა­ტუ­საღო). ამ სახელწოდებით ეს ადგილი მოხსენიებულია ­იოანე საბანის ძის "აბო თბილელის წამებაში": "ადგილსა მას, რო­მელ არს აღმო­სავლით ცი­ხე­სა მას ქა­ლა­ქი­სა­სა, რომელ­სა ჰრქვიან სადილეგო...". 853 ბუღა თურქმა ფიჭვის ხით ნაშენი "სოღდები­ლის მე­დი­ნა (ცი­ხე)" გადაწვა, რის შემ­დე­გაც მის ად­გი­ლას IX ს-ში არა­ბებ­მა ­ააგეს ძნე­ლად ასაღე­ბი ცი­ხე­სი­მაგ­რე "ისან-ჰი­სა­რი". შემ­დგომ­ში, მისი სა­ხე­ლი ცი­ხის მი­მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­საც და­ერქვა და ად­გი­ლის სა­კუ­თარ სა­ხე­ლად იქ­ცა. რო­გორც მე­მა­ტი­ა­ნე გადმოგვცემს, მეფე ბაგ­რატ IV-მ თბილი­სის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გადა­სვლა სცა­და, მაგ­რამ ამა­ოდ – ის­ნე­ლებ­მა მდი­ნა­რე­ზე გა­დე­ბუ­ლი "ჩააგ­დეს ჴი­დი და არა მო­სცეს ის­ნი" (მა­ტია­ნე ქარ­თლი­სა). 1184 ი-ში მყოფ თა­მარ მეფეს მა­მა­მი­სის – მეფე გი­ორ­გი III-ის გარდა­ცვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი აუწყეს "... ქა­ლაქ­სა ში­ნა ტფი­ლის­სა, საჯდომ­სა მათ­სა ცი­ხესა ისანს..." ("ის­ტო­რი­ა­ნი და აზ­მანი შა­რა­ვან­დედ­თა­ნი"). "ქართლის ცხოვრების" მემატიანის ცნობით 1185 ყუთ­ლუ-არ­სლან­მა "ითხოვა კარავი დადგმად ველსა ისნისასა". XII–XIII სს-ში ი-ში იდ­გა სა­მეფო სა­სახ­ლე. XII ს-ში ი-ში მე­ტეხ­თა ღვთის­მშობ­ლის სა­ხელ­ზე ­ააგეს ეკლე­სია, რის გამოც ამ ად­გილს ახ. სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი გა­უჩ­ნდა – "მეტე­ხი". ი-ის უბა­ნი, ისე­ვე რო­გორც "ის­ნის ცი­ხე", გვი­ანდ. შუა სა­უ­კუნე­ებში მე­ტე­ხის სა­ხე­ლით იხ­სე­ნიე­ბა, ხო­ლო "ის­ნის ველ­მა" ავლაბრის სა­ხე­ლი და­იმ­კვიდ­რა.

თ. ბე­რაძე.