კაკაბაძე
სარჩევი
- 1 ალდე გრიგოლის ასული კაკაბაძე
- 2 ამირ დავითის ძე კაკაბაძე
- 3 დავით ნესტორის ძე კაკაბაძე
- 4 ეთერ სილოვანის ასული კაკაბაძე
- 5 ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძე
- 6 ვიტალი ლავრენტის ძე კაკაბაძე
- 7 ზაალ აბესალომის ძე კაკაბაძე
- 8 ზურაბ მეთოდეს ძე კაკაბაძე
- 9 ზურაბ შოთას ძე კაკაბაძე
- 10 მანანა პოლიკარპეს ასული კაკაბაძე
- 11 მართა (მათიკო) დავითის ასული კაკაბაძე
- 12 მიხეილ ვასილის ძე კაკაბაძე
- 13 მიხეილ ვლადიმერის ძე კაკაბაძე
- 14 ნოდარ მეთოდეს ძე კაკაბაძე
- 15 პლატონ მიხეილის ძე კაკაბაძე
- 16 პოლიკარპე მალხაზის ძე კაკაბაძე
- 17 რევაზ აპოლონის ძე კაკაბაძე
- 18 რევაზ სერგოს ძე კაკაბაძე
- 19 სარგის ნესტორის ძე კაკაბაძე
- 20 სილოვან იოაკიმეს ძე კაკაბაძე
ალდე გრიგოლის ასული კაკაბაძე
ალდე გრიგოლის ასული (18. X. 1932, თბილისი, – 31. I. 2016, იქვე), მხატვარ-კერამიკოსი. საქართვ. სახ. მხატვარი (1987). თანამედროვე კერამიკის ეროვნ. სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკ-ტი (1957). 1957- იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1964–2011 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სამხატვრო აკადემიაში (1980-იდან – პროფესორი).
ნამუშევრები: ღვინის ჭურჭელი
„ხევსური პატარძალი“ (1965),
მარანი „ორნი“ (1968), მარანი
„ძველი სიმღერა“ (1970), ლარნაკი „მზის ქვეშ“ (1983), თასი „საახალწლო“ (1991), ღვინის ჭურჭელი „თეთრი ზღაპარი“ (1972);
„ქართული ხალხური ზღაპრები“
(1957), „სალამურა“ (1960), „საქართველო“ (1977), „მიტოვებული
სოფელი“ (1982), „მოხუცი კახელის პორტრეტი“ (1975), „ქართველი ქალის პორტრეტი“ (1975),
„ხევსური გოგონას პორტრეტი“
(1976), „ლეონას პორტრეტი“
(1977) და სხვ.
მონაწილეობდა საქართველოსა
და საზღვარგარეთ გამართულ
გამოფენებში: პოლონეთი (1960),
თურქეთი (1965), შვეიცარია
(1966), საფრანგეთი (1966, 1970,
1982), ალჟირი (1967), კანადა
(1967), შვედეთი (1967, 1976),
იუგოსლავია (1968), გერმანია
(1969), ბულგარეთი (1970), უნგრეთი (1970), იაპონია (1970),
იტალია (1972), საბერძნეთი (1977,
1989), ავსტრია (1979), ირლანდია
(1980), პორტუგალია (1981, 1988)
და სხვ. პერსონალური გამოფენები: თბილისი (1974), მოსკოვი
(1977), ნანტი (1982, საფრანგეთი), ვლადიმირი (1983, რფ).
მიღებული აქვს ვალორისის
(1966, 1970, საფრანგეთი), ფაიენცას (1972, იტალია) და ჟენევის (1977, შვეიცარია) კერამიკის
საერთაშ. გამოფენა-კონკურსების
დიპლომები; სსრკ სამხატვრო აკადემიის საპატიო დიპლომი კერამიკული ნამუშევრების სერიისათვის (1972); საქართვ. მხატვართა
კავშირის მედალი საუკეთესო
კერამიკული ნამუშევრისათვის
(1977). მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების, მოსკოვის აღმ. ხალხთა ხელოვნების, კუსკოვოს (რფ)
კერამიკის სახელმწ., პრაღის
გამოყენებითი ხელოვნების, ბერლინის კერამიკის მუზეუმებში და
სხვ. არის ავტორი წიგნისა – "ქართული თანამედროვე კერამიკა"
(1984, მოსკოვი). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2006).
ლიტ.: М а ч а б е л и К. Г., Алде Какабадзе. Керамика, М., 1 981.
ამირ დავითის ძე კაკაბაძე
ამირ დავითის ძე (26. IX. 1941, თბილისი, – 23. III. 2015, იქვე), ფერმწერი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი. მხატვარ დ. კაკაბაძის შვილი. საქართვ. დამს. მხატვარი (1990). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და თეატრ.-დეკორ. ფაკ-ტები (1967). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1967- იდან. ნამუშევრები: ფერწერა – "ქართული ნატურმორტი" (1972), "ნატურმორტი კაქტუსით" (1977), "კუმურდო" (1985), "თოვლიანი მთა" (1987), "ავტოპორტრეტი" (1993), "წმინდა პეტრეს ტაძარი" (1999), სერია "პარიზი" (1994– 95); პოპ-არტი: "ნიჟარები სივრცეში" (1975), "მხატვრის ხელი" (1980), "არქეოლოგია" (1985), "გარიჟრაჟი" (1987); გრაფიკა – ლითოგრაფიების სერია "მთიანი საქართველო" (1976), სერიები "ალეგორიული ნატურმორტები" (1984–85), "სკულპტურული ფანტაზიები" (1986), "გზა" (1991); თეატრ.-დეკორ. ხელოვნება – ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში" (1968, მესხიშვილის თეატრი), კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება" (1968), ვაჟა-ფშაველას "ორი პოემა" (1970, ორივე – მარჯანიშვილის თეატრი), ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება" (1970, რუსთაველის თეატრი) და სხვ. დამდგმელ მხატვრად მუშაობდა ფილმებზე: "ნუცა" (1970), "XIX საუკუნის ქართული ქრონიკა" (1978), "გზა შინისაკენ" (1982), "წინაპართა მიწა" (1982). პერსონალური გამოფენები: თბილისი, გალერეა "კოპალა" (2007), ლონდონი (2008), ბად-რაპენაუ (2008, გერმანია). მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში, ციმერლის მუზეუმში (აშშ), საფრანგეთის, ბელგიის, საბერძნეთის, ინგლისის, აშშ-ის, გერმანიის, რუსეთის, საქართველოს კერძო კოლექციებში.
დავით ნესტორის ძე კაკაბაძე
დავით ნესტორის ძე [8(20). VIII. 1889, სოფ. კუხი (დიდი კუხი), ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 10. V. 1952, თბილისი], ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების თეორეტიკოსი, გამომგონებელი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1950). ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს (1900–09) აქვეყნებდა ნახატებს ქართ. პერიოდულ პრესაში. 1910–16 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნ-ტში (ბიოლოგის დიპლომით დაამთავრა ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა), პარალელურად – მხატვარ ლ. დმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში. ამ პერიოდში კ-მ დაიწყო ძვ. ქართ. ხელოვნების კვლევა. პირველი თეორიული ნაშრომი მიუძღვნა ბეშქენ ოპიზარს. პეტერბურგში ყოფნისას გაეცნო უახლეს მიმდინარეობებს რუსულ და დასავლეთევროპულ მხატვრობაში. ამავე პერიოდს განეკუთვნება ფინეთსა და საქართველოში ნატურიდან შესრულებული პეიზაჟები, ავტოპორტრეტები ("ავტოპორტრეტი სარკესთან", 1913, საქართვ. ეროვნ. მუზეუმი; "ავტოპორტრეტი ბროწეულებით", 1913; "ავტოპორტრეტი რუხ ხალათში", 1917 – ორივე კერძო საკუთრება); დედის (კერძო საკუთრება), მამის (კერძო კოლექცია, რუსეთი; ორივე 1914) და ძმის (დ. კაკაბაძის სახ. ქუთაისის გალერეა; 1915) პორტრეტები. ასევე ქმნიდა კუბისტურ სურათებს ("დასაფლავება იმერეთში", 1913 და "კუბისტური ავტოპორტრეტი", 1914 – ორივე მხატვრის ოჯახის საკუთრება).
1918 დაბრუნდა საქართველოში.
ამ პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი, როგორც მკაფიო თავისებურებების მქონე მხატვრის,
შემოქმედებითი სახე; ამ დროს
შექმნა იმერეთის პეიზაჟების ციკლის პირველი ნიმუშები. ადრინდელი პეიზაჟებისგან განსხვავებით, ისინი უშუალოდ ბუნებას კი
არ ასახავდნენ, არამედ მკაფიოდ გამოკვეთილ პრინციპებზე აგებულ სურათებს. მათში მოცემულია იმერეთის ბუნების განზოგადებული სახე. კომპოზიციებს ახასიათებს ნათელი, კლასიკური ტექტონიკურობა ("პეიზაჟი წითელი
გზით", "პეიზაჟი ციხითა და მდინარით", 1918, ორივე მხატვრის
ოჯახის საკუთრება). სურათზე
"იმერეთი - დედაჩემი" (1918)
მხატვრისთვის ჩვეული პეიზაჟის
ფონზე გამოსახულია დედის პორტრეტული ფიგურა, რ-საც სიმბოლური დატვირთვა აქვს. სურათზე,
რ-ის გრაფიკული გამოსახულება
მოცემულია ამჟამინდელ ქართულ
10-ლარიან ბანკნოტზე, განზოგადებულია დედის და სამშობლოს იდეა. ამავე წელს არის შექმნილი
ლაკონიური და გრაფიკულად მკაფიო "იმერული ნატიურმორტი"
(ორივე – საქართვ. ეროვნ. მუზეუმი). იმავე პერიოდს განეკუთვნება
ძვ. თბილისის ამსახველი ნახატები და წაღვერის სერია (მხატვრის
ოჯახის და სხვადასხვა კერძო კოლექციის საკუთრება). 1919
დამოუკიდებელი საქართვ. მთავრობის სტიპენდიით კ. პარიზში
გაემგზავრა. საფრანგეთში ყოფნის
პერიოდში მონაწილეობდა "დამოუკიდებელ მხატვართა" საზ-ბის
ყოველწლიურ გამოფენებში. შ.
ქიქოძესთან და ლ. გუდიაშვილთან
ერთად მოაწყო გამოფენა გალერეა
"ლა ლიკორნში" (1921). 1926
მისი 19 ნამუშევარი წარმოდგენილი იყო ნიუ-იორკში, ბრუკლინის
მუზეუმში, მოდერნისტული ხელოვნების საერთაშ. გამოფენაზე,
რ-იც მოაწყვეს ამერიკელმა მხატვარმა და კოლექციონერმა ქეთრინ
დრაიერმა და ფრანგმა მხატვარმა
მარსელ დუშანმა. აქედან მისი
აბსტრაქტული ქანდაკება და 15
აკვარელი გადაიტანეს იელის უნტის სამხატვრო გალერეის კოლექციაში, სადაც დღემდე ინახება.
მისი ერთი კოლაჟი ინახება ლისაბონის ბერარდოს მუზეუმში.
უცხოეთში კ. კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე,
გამოიგონა სტერეო კინოსაპროექციო აპარატი (მიიღო ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის მრავალი ქვეყნის პატენტი). გამოაქვეყნა თეორიული
ნაშრომები ხელოვნების დარგში
(ქართ. და ფრანგ. ენებზე). ამ
პერიოდშიც კ-ის შემოქმედებაში
ვითარდება ორი მიმართულება:
ერთი მხრივ, ის ქმნის სურათებს,
რ-საც შთააგონებს რეალური სამყარო [პარიზის ჩანახატები, აკვარელების სერია "ბრეტანი" (შ.
ამირანაშვილის სახ. ხელოვნების
მუზეუმის და კერძო კოლექციონერთა საკუთრება), "წურბელების
გამყიდველი", "ბანანების გამყიდველი" (ადგილსამყოფელი უცნობია)], და, მეორე მხრივ, – კუბისტურ კომპოზიციებს, კოლაჟებს,
აბსტრაქტულ ფერწერულ სერიებს (შ. ამირანაშვილის სახ.
ხელოვნების მუზეუმის და კერძო
კოლექციონერთა საკუთრება).
კ-მ ერთ-ერთმა პირველმა შექმნა
ბიომორფული, ანუ ორგანული
სიურეალისტური აბსტრაქციები
(1921–27).
1927 ბრუნდება საქართველოში. წამოსვლის წინ ქმნის ალეგორიულ სურათს "ინდუსტრია" (შ.
ამირანაშვილის სახ. ხელოვნების
მუზეუმი). საქართველოში დაბრუნების შემდეგ რეჟისორ კ.
მარჯანიშვილის მიწვევით მუშაობას იწყებს სცენოგრაფიის დარგში. გააფორმა მრავალი სპექტაკლი (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ
ვცოცხლობთ", 1928; პ. კაკაბაძის
"ყვარყვარე თუთაბერი", 1929; შ.
დადიანის "ნინოშვილის გურია",
1932; პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", 1946 – ყველა კ.
მარჯანიშვილის თეატრი; ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი",
1947 – რუსთაველის თეატრი; პ.
ჩაიკოვსკის "პიკის ქალი", 1947
– ზ. ფალიაშვილის ოპერისა და
ბალეტის თეატრი და სხვ.). მუშაობდა აგრეთვე კინოს მხატვრად ("ჯიმ შვანთე", რეჟ. მ.
კალატოზიშვილი, 1930; "დაკარგული სამოთხე", რეჟ. დ. რონდელი, 1936 და სხვ.). კ-ის მიერ შექმნილ დეკორაციებს ახასიათებს
ფუნქციური მიზანშეწონილობა,
დრამატურგიისა და დადგმის სტილის ერთიანობა. ამავე პერიოდში
აქტიურად მუშაობდა ფერწერისა
და გრაფიკის განხრით. იგი კვლავ
დაუბრუნდა იმერეთის პეიზაჟის
თემას. XX ს. 30-იანი წლებიდან,
შეძლებისდაგვარად სოციალ. რეალიზმის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შექმნა ინდუსტრიული პეიზაჟები ("რიონჰესი", 1934,
"ყაზბეგი", "ფოთი - ელევატორი",
– 1949, ყველა შ. ამირანაშვილის
სახ. ხელოვნების მუზეუმი, "სვანეთი – მადნის დამუშავება", 1949,
კერძო საკუთრება). სურათები
კომპოზიციურად აგებულია მისთვის დამახასიათებელი სტილით, თუმცა ციხის ნანგრევებს ცვლის
ახალი ობიექტები და თემები –
ელექტროსადგური, მშრომელთა
დემონსტრაცია და სხვ. ("მიტინგი
იმერეთში", 1942, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი).
იმავე წლებში ქმნის თბილისისა
და მისი შემოგარენის, აგრეთვე,
სვანეთის პეიზაჟებს (ყველა –
მხატვრის ოჯახის საკუთრება).
1928–48 კ. იყო თბილ. სახელმწ.
სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 1933–42 – პრორექტორი.
1948 მოსკოვის კომისიის დასკვნის საფუძველზე, როგორც ფორმალისტი, გაათავისუფლეს სამხატვრო აკადემიიდან. ამის შემდეგ იგი უშედეგოდ ეძებდა სამუშაოს. 1950 გამოიგონა სიბრტყითი
გამოსახულებიდან მოცულობითის
მიღების მეთოდი, რის გამოც შეიძლება ჩაითვალოს ჰოლოგრამის
შექმნის ერთ-ერთ წინამორბედად,
თუმცა ამ მეთოდით სტალინის
გამოსახულების შექმნის საშუალებაც კი არ მისცეს. განუწყვეტელი
დევნით მორალურად და ფიზიკურად განადგურებული მხატვარი
გულის ინფარქტით გარდაიცვალა.
კ. არის მოდერნიზმის ეპოქისა
და ახ. ქართ. ხელოვნების ერთერთი გამოჩენილი წარმომადგენელი. მის მიერ შექმნილი სურათები
დიდი კომპოზიციური ოსტატობით, ფერადოვანი დახვეწილობითა და სიფაქიზით არის შესრულებული. რაციონალურობასთან ერთად მის ნამუშევრებში მჟღავნდება განსაკუთრებული პოეტურობა.
კ-მ პირველმა შექმნა ქართული
ბუნების ამსახველი განმაზოგადებელი სურათი.
დიდი მხატვრული ღირსებებით
გამოირჩევა კ-ის მიერ ადრინდელ
პერიოდში შექმნილი პორტრეტები. იგი არის თეატრისა და კინოს
მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მსოფლიო
მნიშვნელობის ფიგურა მოდერნიზმის ეპოქის ხელოვნებაში. მის
შემოქმედებაში ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს კლასიკური და
ავანგარდული საწყისები.
კ. დაკრძალულია მწერალთა და
საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის
პანთეონში.
თხზ.: Dუ თაბლეაუ ჩონსტრუცტიფ, P., 1921; "პარიზი: 1920, 1921, 1922, 1923", პარიზი, 1924; ხელოვნება და სივრცე, პარიზი, 1926; თბ., 1983.
ლიტ.: კ ი ნ წ უ რ ა შ ვ ი ლ ი ქ., ჯ ა ნ ი ა შ ვ ი ლ ი დ., დავით კაკაბაძე, თბ., 2013; მ ა რ გ ვ ე ლ ა შ ვ ი ლ ი პ., დავით კაკაბაძის არქივიდან, თბ., 1988 (გამოც. მე-2, 2009); მ ე ძ მ ა რ ი ა შ ვ ი ლ ი მ., ლ ე ბ ა ნ ი ძ ე დ., დავით კაკაბაძე, თბ., 1999; რ ჩ ე უ ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., დავით კაკაბაძე, თბ., 1966; მ ი ს ი ვ ე , დავით კაკაბაძე, თბ., 1983; Алибегашвили Г., Давид Какабадзе, Тб., 1958; Б е р и д з е В., М е д з м а р и а ш в и л и М., Л е б а - н и д з е Д., Давид Какабадзе, М., 1989; К и н ц у р а ш в и л и К., Давид Какабадзе – классик XX века, СПб., 2002; K ი ნ ტ - ს უ რ ა ს ჰ ვ ი ლ ი K., Dავიდ Kაკაბადზე: Gეორგიან Mოდერნ Aრტისტ ანდ Iნვენტორ, N.Y., 2013.
ვ. ბერიძე. ქ. კინწურაშვილი.
დავით კაკაბაძის ფონდი
დაარსდა 2012; ფონდის მიზანია თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობა, ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა, ქართული კულტურის პოპულარიზაცია ქვეყნის გარეთ და საერთაშ. პროექტების განხორციელება საქართველოში. 2012–17 ფონდის ორგანიზებით ჩატარდა არაერთი გამოფენა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 2012, მხატვრის გარდაცვალებიდან 60 წლის აღსანიშნავად, ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახ. სახელმწ. გალერეაში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა, პარალელურად, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა მ. კალატოზიშვილის ფილმ "ჯიმ შვანთეს" (მხატვარი დ. კაკაბაძე) ჩვენება. 2013 საქართვ. ეროვნ. მუზეუმის დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეაში პირველად მოეწყო კ-ის მასშტაბური რეტროსპექტული გამოფენა, სადაც სრულად იყო წარმოდგენილი მხატვრის შემოქმედების ყველა პერიოდი; ექსპონატებს შორის იყო კ-ის პარიზში ცხოვრების პერიოდში შექმნილი კოლაჟი, რ-იც სპეციალურად გამოფენისთვის ფონდმა ითხოვა პორტუგალიის ლისაბონის ბერარდოს მუზეუმისგან. 2014 ფონდის ეგიდით მოეწყო ხუთთვიანი გამოფენა პარიზის "მაიოლის" მუზეუმში. 2017 საქართველოს ეროვნ. მუზეუმის დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეაში გაიხსნა ა. კაკაბაძის რეტროსპექტული გამოფენა.
მ. კაკაბაძე.
ეთერ სილოვანის ასული კაკაბაძე
ეთერ სილოვანის ასული (დ. 7. XI. 1926, თბილისი), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1966). 1950 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკ-ტი (პედაგოგები: ი. ნიკოლაძე, კ. მერაბიშვილი, დ. გაბაშვილი). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებლებში (1957– 67), თბილ. სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრაზე (1967–2011), პროფესორი (1994). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1949- იდან. ძირითადი ნამუშევრები: "მამაკაცის პორტრეტი" (1952, ბრინჯაო), "კოტე მარჯანიშვილის პორტრეტი" (1952, მარმარილო), "მედეა ჯაფარიძის პორტრეტი" (1953, მარმარილო), "ნანა" (1954, ტერაკოტა), "ბიჭის პორტრეტი" (1955, მარმარილო), "დემობილიზებული" (1964, ბრინჯაო), დეკორატიული ბარელიეფი (1966, ქვა), "საბჭოთა კავშირის გმირის პაპუაშვილის" პორტრეტი (1972, ბრინჯაო), მონუმ. - დეკორატიული ფიგურა "კარდიოლოგია"(1985, ბრინჯაო, კარდიოლოგიური ცენტრი, მოსკოვის ოლქი), გრაფიკული სერია "ნიუ" (2001–09). მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის აღმ. ხალხთა ხელოვნების და შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში, თელავის, ქუთაისის, ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში. არის მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის ლაურეატი (1957). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2002).
ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძე
[7(19). X. 1888, ქ. ხონი, – 10. III. 1968, თბილისი], ქიმიკოსი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (1943), პროფესორი (1943), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1944), საქართველოში საინჟინრო მეცნიერებისა და განათლების ერთერთი ფუძემდებელი. სწავლობდა თავდაპირველად როსტოვის ტექ. სასწავლებელში, შემდეგ – ხარკოვის ტექ. ინ-ტში. ინ-ტის დამთავრების (1916) შემდეგ კ. მუშაობდა სამხედრო გზების მშენებლობაზე ერზურუმის (თურქეთი) რ-ნში. 1918 დაბრუნდა საქართველოში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილ. უნ-ტის პოლიტექ. ფაკ-ტის გახსნის (1922) პროცესში. 1930–45 ხელმძღვანელობდა ქიმ. და ქიმ. ტექნოლოგიის ფაკტს სპი-ში; 1944-იდან იყო ამავე ინ-ტის არაორგ. ნივთიერებათა და ქიმ. სასუქების ტექნოლოგიის კათედრის გამგე. კ-ის ძირითადი შრომები ეხება ქიმ. ტექნოლ. საკითხებს, იკვლევდა მანგანუმის ღარიბი მადნებიდან და შლამებიდან ქიმ. გადამუშავების გზით მანგანუმის სულფატის, ნიტრატის, ქლორიდის, სულფიდის, პოლისულფიდისა და სხვა ნაერთების მიღების მეთოდებს, რ-იც შემდგომში საფუძვლად დაედო შავი ცემენტის წარმოებას, გოგირდმჟავას სინთეზს (კვაისის თუთიის მადნების მასულფატიზებელი გამოწვით; თანაავტ. ი. ბუჩუკური, ვ. ჩაგუნავა), სოდაპროდუქტების მიღებას საქართველოში მოპოვებული მირაბილიტებიდან (თანაავტ. ნ. ლანდია), ულტრამარინისა და თხევადი მინის წარმოებას ადგილობრივი ნედლეულიდან (თანაავტ. ი. ბუჩუკური, კ. ივანოვი). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი.
კ-ის აქტიური მონაწილეობით
დაარსდა (1925–29) პირველი ქართ.
ტექ. ჟურნ. "ტექნიკა და ცხოვრება", რ-ის პირველი რედაქტორიც
თავადვე იყო. დიდია კ-ის ღვაწლი
ქართ. ტექ. ტერმინოლოგიის შემუშავებაში (გ. ნიკოლაძესთან ერთად). იყო ქართული ტექ. ტერმინოლოგიის დამდგენი კომისიის
თავ-რე. მისი უშუალო მონაწილეობით მომზადდა ტექ. ტერმინოლოგიის პირველი ლექსიკონი
ქართ. ენაზე.
1938-იდან გარდაცვალებამდე
იყო დ. მენდელეევის სახ. საკავშ.
ქიმიური საზ-ბის რესპუბლიკური
გამგეობის უცვლელი თავ-რე.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და
საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის
პანთეონში.
ვიტალი ლავრენტის ძე კაკაბაძე
ვიტალი ლავრენტის ძე (1930, ქუთაისი, – 1998, თბილისი), ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1985). დაამთავრა ქუთაისის პედ. ინ-ტი ფსიქოლოგიის სპეციალობით (1952), 1952–58 მუშაობა დაიწყო იქვე. 1959–62 მოღვაწეობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფსიქოლ., ხოლო 1962–80 – საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინტში. 1980–90 ხელმძღვანელობდა ფსიქოლ. ინ-ტის ლაბორატორიას, 1994–98 – განყ-ბას. 1990–94 იყო ქუთაისის პედ. უნ-ტის ფსიქოლ. კათედრის გამგე და პრორექტორი სამეცნ. დარგში.
კ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლები, არაცნობიერის პრობლემა, სიღრმის
ფსიქოლოგია, მოტივაცია, მუსიკის
ფსიქოლოგია, პიროვნების რაობის
საკითხი.
თხზ.: სიღრმის ფსიქოლოგიის პრობლემები, თბ., 1975; მოთხოვნილების
ფსიქოლოგია, თბ., 1988; განწყობის
ფსიქოლოგია და არაცნობიერის პრობლემა, თბ., 1990; მუსიკის ფენომენი,
თბ., 1993.
ზაალ აბესალომის ძე კაკაბაძე
ზაალ აბესალომის ძე (18. I. 1935, ბათუმი, – 10. VI. 2012, თბილისი), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1988). დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (ი. კოპალინის სახელოსნო, 1960). 1960–68 მუშაობდა საქართვ. ქრონიკალურდოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმების სტუდიაში, 1969-იდან – საქართვ. სატელევიზიო ფილმების სტუდიაში (1994-იდან კომპანია "ქართული ტელეფილმი"), 2000– 04 იქვე ხელმძღვანელობდა მხატვრული ფილმების განყ-ბას.
გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: "ფოლადი და ადამიანი" (1960), "შრომა და შემოქმედება", "სიტყვა მკურნალობს" ორივე – 1963), "შვილიკა"
(1965), "იმპერიის რღვევა" (1994)
და სხვ.; მუს. მხატვრული ფილმები: "გადაღების ერთი დღე"
(1973), "უმცროსი და" (1977),
"მზე, ჰაერი და... ნა-ნა" (1992);
სიუჟეტური მუს. ფილმები პოპულ. საესტრადო ანსამბლების
მონაწილეობით: "ორერა, სრული
სვლით!" (1970), "მზიური" (1974),
"სიყვარული, ივერია, და..."
(1976); შექმნა რამდენიმე ათეული
დოკუმენტური მუს. ფილმი ცნობილ ქართველ შემსრულებლებსა
და მუს. კოლექტივებზე ["ლაურეატები" (1979), "მღერის გიული ჩოხელი", "მართვე" (ორივე
– 1980), "მღერის მედეა ძიძიგური" (1981), "სამშობლოს სახელით" (2003) და სხვ.]. ნაყოფიერი
იყო კ-ის ძიებები სატელევიზიო
ეკრანზე კინოსა და ქორეოგრ.
სინთეზის თვალსაზრისით. საერთაშ. წარმატება ხვდა მის ფილმბალეტებს: "მწირი" (მ. ლერმონტოვის პოემის მიხედვით, 1976 –
კინობალეტის VII საერთაშ. კინოფესტივალის პრიზი, ნიუ-იორკი,
1978; სატელევიზიო ფილმების
საერთაშ. კინოფესტივალის დიდი
ვერცხლის მედალი, ჩიკაგო, 1979;
სატელევიზიო ფილმების საკავშ.
ფესტივალის პრიზი, 1979),
"პრომეთეოსი" (საკავშ. კინოფესტივალის პრიზი, კიევი, 1984), "მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც
გენებოთ" (შექსპირის კომედიის
მიხედვით, 1986 – საერთაშ. კინოფესტივალ "არაბესკის" პრიზი,
1987), "ალი-ბაბა და ორმოცი ყაჩაღი" (1989 – სატელევიზიო ფილმების საერთაშ. ფესტივალ "ოქროს საწმისის" მთავარი პრიზი,
1990, საერთაშ. კინოფესტივალის
"პოსტ-მონტრე-92" პრიზი, 1992).
დაჯილდოებულია ღირსების
ორდენით (2003).
მ. კერესელიძე
ზურაბ მეთოდეს ძე კაკაბაძე
ზურაბ მეთოდეს ძე (13. III. 1926, თბილისი, – 15. II. 1982, იქვე), ფილოსოფოსი, თანამედროვე დასავლური ფილოსოფიისა და კულტურის მკვლევარი, ფილოს. მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1950). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტის ესთეტიკის განყბის გამგე (1967–82).
კ. იკვლევდა ეთიკის, ესთეტიკის,
დას. ფილოსოფიისა და კულტურის
ძირეულ პრობლემებს. მისი ყველა
გამოკვლევის ძირითადი მამოძრავებელია ადამიანის ბუნების რაობა
და ბედი თანამედროვე სამყაროში.
ამ საკითხების კვლევა კ-მ დაიწყო
ე. ჰუსერლის ფენომენოლოგიური
ფილოს. ღრმა ანალიზით, უჩვენა ამ მოძღვრების დადებითი და
უარყოფითი მხარეები, ასევე ადამიანის პრობლემის პოზიტიური
ფილოს. კვლევისათვის მისი გამოყენების შესაძლებლობანი. დამაჯერებლად გააკრიტიკა ობიექტივისტური და, საერთოდ, პოზიტივისტური თვალსაზრისი ადამიანის
შესახებ, ნათელყო "ტექნიკური
გაუცხოების" ბუნება. ეს საკითხი
გაშუქებულია ნაშრომში «"ეგზისტენციალური კრიზისის" პრობლემა
და – ე. ჰუსერლის "ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია"», რმაც ფართო გამოხმაურება პოვა.
ადამიანს კ. მოიაზრებს როგორც
თავისუფალ შემოქმედს და მოქმედ
არსებას, რ-იც სწორედ ამის გამო
პასუხისმგებელია იმ საზ-ბისა და
სამყაროს წინაშე, რ-შიც იგი ცხოვრობს.
კ-ის მნიშვნელოვანი ნაშრომია
"ადამიანი როგორც ფილოსოფიური პრობლემა" (1970; გამოქვეყნდა იაპონურ ენაზე 1971).
მრავალრიცხოვან წერილებში,
რ-ებიც საკუთრივ ესთეტ. ფენომენს ეხება, კ. აყენებს თანამედროვე ადამიანის წინაშე მდგარ
ცხოვრების საზრისის პრობლემას.
მისი თარგმანები და მათი ანალიზი მკითხველს უჩვენებდა არა
მარტო დასავლეთის კულტურის
განვითარების რთულ პროცესს,
არამედ სწორ მიმართულებასაც
აძლევდა საკუთარი კულტურის სადღეისო პრობლემებში გასარკვევად და მისი შემდგომი განვითარების გზების ასარჩევად.
კ-ის უკანასკნელი ნარკვევები,
ძირითადად, ბუნებისა და ადამიანის მიმართების პრობლემას
ეძღვნება; მისთვის ადამიანი ერის
ორგანული ნაწილია, ერი კი კავშირშია მშობლიურ მიწასთან
– გარემოს დიდი როლი ენიჭება
ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ფორმირების სპეციფიკაში.
კ-ის აზრით, რეალური ადამიანის, როგორც კონკრეტულ ბუნებრივ გარემოსა და კონკრეტულ
სოციალურ წყობაში ჩამოყალიბებული თავისუფალი არსების, მიუკერძოებელი ანალიზი ერთმნიშვნელოვნად ასაბუთებს სამყაროს
შემეცნებისა და, საერთოდ, საკაცობრიო კულტურის წარმატებული
განვითარებისათვის ეროვნ. ენათა
და ეროვნ. კულტურათა მრავალფეროვნების აუცილებლობას.
კ. ავტორია ქართ., რუს., გერმ.,
ინგლ., იაპონურ, პოლონურ ენებზე
გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომისა.
თხზ.: წერილები, თბ., 1972; ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება, თბ., 1979; რჩეული ფილოსოფიური შრომები, ბათ., 2012; ფილოსოფია და ცხოვრება, ბათ., 2012; Проблема экзистенциального кризиса и трансцендентальная феноменология Э. Гуссерля, Тб., 1966 (1985 – ქართ. ენაზე); Человек, как философская проблема, Тб., 1970 (1971 – იაპონურ ენაზე); Феномен искусства, Тб., 1980.
გ. თევზაძე .
ზურაბ შოთას ძე კაკაბაძე
ზურაბ შოთას ძე (დ. 26. III. 1952, თბილისი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (2000). 1977 დაამთავრა ქ. ჩიტას (რფ) სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1977–80 იყო ამავე ქალაქის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგი. 1982–2006 მუშაობდა თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგ. კათედრაზე. 2006-იდან დღემდე არის თსსუ-ის კლინიკური ანატომიის მიმართულების ხელმძღვანელი.
კ. არის მრავალი სამეცნ. შრომისა და 2 მონოგრაფიის ავტორი, რებიც ეხება ღეროვანი უჯრედებისა
და ქსოვილების ბიოინჟინერიას,
ტრანსპლანტოლოგიის აქტუალურ
საკითხებს.
თხზ.: ბავშვთა და მოზარდთა ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია (ორტომეული), თბ., 1997; ქალის სასქესო სისტემის კლინიკური ანატომია და ქირურგიული გინეკოლოგია, თბ., 2011.
მანანა პოლიკარპეს ასული კაკაბაძე
მანანა პოლიკარპეს ასული (დ. 27. VI. 1937, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1983), პროფესორი (1989). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1961). 1965–2011 მუშაობდა ქართული ლიტ-რის ინ-ტში წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. პირველი პუბლიკაცია "დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის ლირიკა" გამოაქვეყნა 1962 (ჟურნ. «მნათობი», #4). გამოკვლევაში გაანალიზებულია დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი" და მისი ადგილი ქართ. ლიტ-რაში. კ-ის კვლევის სფერო ძირითადად ქართული რომანტიზმია, მისი წარმოშობა და ეროვნ. საფუძვლები, რ-საც მკვლევარმა არაერთი ნაშრომი მიუძღვნა: "რომანტიზმის გმირის საკითხი ნ. ბარათაშვილის პოეზიაში" (კრებ. "ნიკოლოზ ბარათაშვილი", 1968), "ალექსანდრე ჭავჭავაძე და რუსოისტული განწყობილებანი" (კრებ. "ალექსანდრე ჭავჭავაძე", 1986), «ქართული რომანტიზმის ისტორიიდან. "ბედი ქართლისა", მისი რომანტიზმი და რეალიზმი» («ლიტერატურული ძიებანი», 1987) და სხვ. კ. იკვლევს თავისი მამის, პ. კაკაბაძის, ცხოვრებასა და შემოქმედებას, გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები: «პოლიკარპე კაკაბაძის არქივიდან, მასალები ტრაგედიისათვის "ვახტანგ გორგასალი"» (ჟურნ. "დრამატურგია", 1989), «რევოლუციის ლიდერის სახე "ყვარყვარე თუთაბერისა" და "ლისაბონის ტუსაღების" მიხედვით» (ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, 1994) და სხვ.
თხზ.: ქართული რომანტიზმის ეროვნული საფუძვლები, თბ., 1983; წარსულის სევდა ვახტანგ ორბელიანის პოეზიაში, «ლიტერატურული ძიებანი», XX, თბ., 1999; ბედი-მდევარი და ბიბლიური სახისმეტყველება "მერანში", კრ.: ნიკოლოზ ბარათაშვილი, თბ., "Merani" und der romantische Held von Manana Kakabadze, კრ.: Nikoloz Barataschwili, Würzburg, 2006.
მართა (მათიკო) დავითის ასული კაკაბაძე
მართა (მათიკო) დავითის ასული (16. IX. 1928, ქუთაისი, – 30. VII. 2008, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1970). სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1944–50). 1950-იდან მუშაობდა "საქსოფლმშენსახპროექტში". ნამუშევრები: კ. ამირეჯიბის სახ. საქართველოს სოფ. მეურნ. მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კომპლექსი სოფ. დიღომში (1967), მ. საბაშვილის სახ. საქართვ. ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმ. და მელიორ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კომპლექსი (1971), საქართვ. მცენარეთა დაცვის სამეცნ.-კვლ. ინტის კომპლექსი (1979, ორივე თბილისში), ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სრულიად საკავშირო სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კომპლექსი ანასეულში (1984; ყველა – თ. ალავერდაშვილთან ერთად) და სხვ. აზომილი აქვს (1962, 1963; თ. ალავერდაშვილთან ერთად) აღმ. საქართველოს მთიანეთის (თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი) საცხოვრებელი, სამეურნეო, საზ.-საკულტო ნაგებობები.
თ. გერსამია
მიხეილ ვასილის ძე კაკაბაძე
მიხეილ ვასილის ძე (ფსევდ. "მ . ხ ო ნ ელ ი "; 16. IX. 1921, თბილისი, – 18. V. 1983, იქვე), საქართვ. სპორტის დამს. მოღვაწე, საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1976). დაამთავრა თსუ (1953). იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. 1945-იდან მუშაობდა პრესაში. იყო გაზ. "მოლოდოი სტალინეცის" განყ-ბის გამგე, "ზარია ვოსტოკას" რედაქტორის მოადგილე; 1949–52 და 1964–76 – გაზ. "ლელოს" მთ. რედაქტორი. მისი ინიციატივით გაზეთს შეეცვალა ძვ. სახელწ. "ფიზკულტურელი" და დაერქვა "ლელო". 1953–55 რედაქტორობდა გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტს", რ-იც ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მკითხველთა ფართო წრეში. სხვადასხვა წელს კ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყბის უფროსად, სასცენარო სახელოსნოს ხელმძღვანელად, მულტგაერთიანების მთ. რედაქტორად. 1961–64 იყო თსუ-ის ჟურნალისტიკის კათედრის დოცენტი.
კ-ის სცენარების მიხედვით
გადაღებულია რამდენიმე ანიმაციური ფილმი. პერიოდულ პრესაში
რეგულარულად იბეჭდებოდა კ-ის
პუბლიც. წერილები, რეცენზიები,
მოთხრობები და ლექსები. ავტორია მოთხრობების ორი კრებულისა: "უკანასკნელი წვიმა" (1965)
და "სახლი" (1978), ასევე სპორტის თემაზე დაწერილი წიგნებისა: "თეთრი და მწვანე" (ოლიმპიურ თამაშებზე, 1970), "მეხიკო,
მეხიკო" (1972), "ტოტალური ფეხბურთის ზეიმი" (1978), "არგენტინის ცის ქვეშ" (1979), "ოქროს
ქალღმერთიდან ფიფას თასამდე"
(1981). გამოცემული აქვს მრავალი საფეხბურთო ცნობარი,
თარგმნა ი. ტრიფონოვის რომანი
"სტუდენტები". 1954–56 იყო საქართვ. ჭადრაკის ფედერაციის
პრეზიდიუმის, ხოლო 1964–80 –
საქართვ. სპორტ. ჟურნალისტთა
ფედერაციის თავ-რე. მიღებული
აქვს სახელმწ. ჯილდოები.
1993 სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილისათვის საქართვ. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის
თაოსნობით დაწესდა მ. კაკაბაძის
სახ. პრემია.
ც. ნიკოლაიშვილი
მიხეილ ვლადიმერის ძე კაკაბაძე
მიხეილ ვლადიმერის ძე (დ. 2. IV. 1939, თბილისი), გეოლოგი. საქართვ. მეცნ. ეროვნული აკად. წ.-კორ. (2009), საქართვ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (2001). გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1999).
დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-
გეოლ. ფაკ-ტი (1962). 1965-იდან
მუშაობს ა. ჯანელიძის სახ. გეოლ.
ინ-ტში; 1989–95 იყო დირექტორის
მოადგილე სამეცნ. დარგში, 2004-
იდან სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყ-ბის ხელმძღვანელია.
კ. ატარებდა სამეცნ. კვლევებს
ტიუბინგენის (გფრ, 1979–80,
1989) და ჰაიდელბერგის (გერმანია, 1995, 2006, 2009, 2011,
2014) უნ-ტებში, ხოლო 1994–96,
1999–2005 – ლეიდენის (ნიდერლანდი) ბუნების ისტორიის ნაციონალურ მუზეუმში. 1971-იდან
ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ა. პუშკინის სახ. თბილ. სახელმწ. პედ.
ინ-ტში, 1990-იდან – თსუ-ში.
1990 კ. კითხულობდა ლექციებს
მიწვეული პროფესორის რანგში
გრენობლის (საფრანგეთი), ხოლო
1996–97 და 1999 – ჰაიდელბერგის
(გერმანია) უნ-ტებში.
კ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, აქედან 7 მონოგრაფიაა. მისი ძირითადი სამეცნ.
ინტერესები მოიცავს პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის
საკითხებს. შეისწავლა ყირიმ-კავკასიის, შუა აზიის, სამხრ. აფრიკის, მოზამბიკის, ბრაზილიისა და
კოლუმბიის ადრეცარცული ფაუნა
(ამონიტები), რის საფუძველზეც
დადგენილია ამონიტების ახალი
გვარები და სახეობები, გამოყოფილია ახალი ბიოსტრატიგრაფიული ზონები, გამოკვლეულია ტეთისისა და ბორიული სარტყლების
ცარცული პერიოდის ბიოგეოგრაფიისა და სტრატიგრაფიული კორელაციის საკითხები.
კ. არის საქართვ. კომკავშირის
პრემიის ლაურეატი მეცნ. და ტექნიკის დარგში (1973), ა. ჰუმბოლდტის საერთაშ. სტიპენდიანტი (1979) და საქართვ. მეცნ.
ეროვნ. აკადემიის ა. ჯანელიძის
სახ. პრემიის ლაურეატი (2012).
1981–90 იყო სსრკ სტრატიგრაფიული კომიტეტის ცარცული კომისიის ბიუროს წევრი; 1991–2004
– გეოლ. მეცნიერებათა საერთაშ.
კავშირის (IUGშ) ცარცული კომისიის ბიუროს წევრი; 2004-იდან
არის გეოლ. მეცნიერებათა საერთაშ. კავშირის ქვედაცარცული
ამონიტების სამუშაო ჯგუფის
(კილიანის ჯგუფის) წევრი, ხოლო
1989-იდან – საქართვ. სტრატიგრაფიული კომიტეტის ცარცული
კომისიის თავ-რე.
თხზ.: Колхидиты и их стратиграфическое значение, «Труды ГИН АН ГССР».
Нов. сер., вып. 26, Тб.,1971; Анцилоцератиды Юга СССР и их стратиграфическое
значение, იქვე , вып. 71, Тб., 1981; New data
on Early Cretaceous (Hauterivian-Barremian)
heteromorphic ammonites from Northern
Germany, «Scripta Geologica», 140, Leiden,
2010 (თანაავტ. Ph. Hoedemaeker); Report
on the 5th International Meeting of the IUGS
Lower Cretaceous Ammonite Working Group,
the Kilian Group (Ankara, Turkey, 31st August 2013), «Cretaceous Research 50», 2014 (თანაავტ.); Towards the morphological classification of the heteromorphy ammonites, «ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის
სახელმწ. უნ-ტის და ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინ-ტის შრომები». ახალი სერია, ნაკვ. 127, თბ., 2015; Speculations
on the ethology of some heteromorphy ammonites, «Swiss Journal of Palaeontology»,
vol. 134. Issue 2, Springer, 2015; Ammonites
and the Mid-Cretaceous saga, «Cretaceous
Research 88», 2018 (თანაავტ. P. Bengtson).
ნოდარ მეთოდეს ძე კაკაბაძე
ე ნოდარ მეთოდეს ძე (24. I. 1924, თბილისი, – 16. IX. 2007, იქვე), ლიტერატურათმცოდნე, გერმანისტი, პედაგოგი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1971). 1954–2006 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში დას. ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტზე. უძღვებოდა საზღვარგარეთის ლიტ-რისა და გერმ. ლიტრის (მოდერნიზმი) ისტორიის კურსებს, ასევე ლირიკის თეორიისა და რომანის თეორიის სპეც. კურსებს. 1991–96 იყო ამავე ფაკტის დეკანი, 1975–2001 – გოეთეს საერთაშ. საზ-ბის თბილისის ფილიალის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2001–07 – პრეზიდენტი.
კ-ის კვლევის ძირითადი სფერო
იყო მოდერნისტული და XX ს. II
ნახ. გერმანულენოვანი ლიტ-რა:
თ. მანის, ჰ. მანის, ფ. კაფკას, გ. ჰაუპტმანის, ბ. ბრეხტის, ჰ. ბიოლის
და სხვ. შემოქმედება. თ. მანის
შემოქმედებას მიუძღვნა ნაშრომები: "თომას მანი: ადრეული შემოქმედება" (1967), "თომას მანი
და ნიცშე" (1971, რუს. ენაზე),
"თომას მანი და დოსტოევსკი"
(1976, ქართ., რუს. და გერმ. ენებზე); ასევე სტატიები: "თომას მანი
(1875–1955)" (1964), "თომას მანის უცნობი ნაწერები" (1986),
"თომას მანი და შილერი" (1987)
და სხვ. კ-მ ქართ. გერმანისტიკაში
პირველმა შემოიყვანა მოდერნიზმის კლასიკოსი ფ. კაფკა და მის
შემოქმედებას მიუძღვნა ნაშრომები: "ფრანც კაფკას ცხოვრება და
შემოქმედება", "თომას მანი და
ფრანც კაფკა" (ორივე 1971). ეს
ნაშრომები მკითხველს აცნობს
მოდერნიზმის ესთეტ. და ფილოს.
საფუძვლებს.
კ. ასევე იკვლევდა გოეთეს შემოქმედებას, გერმანულ რომანტიზმს.
ეს პრობლემატიკაა ასახული ნაშრომებში: "თანამედროვე დასავლური რომანი და მისი პოეტიკა"
(1971), "რომანტიზმი" (1979),
"ფაუსტი – ისტორიული, ფაუსტი
– ლეგენდარული და ფაუსტი –
ლიტერატურული, ანუ როგორ გადაიქცა ერთი ისტორიული პირი
ლიტერატურულ პერსონაჟად",
"გოეთეს ლირიკული რომანი"
(ორივე 1983), "თანამედროვე
დასავლური ლირიკა" (1991) და
სხვ.
კ-ს ეკუთვნის ნაშრომები ქართ.-
გერმ. ლიტ. ურთიერთობათა საკითხებზე: "კავკასია და საქართველო გერმანულ ლიტერატურაში"
(1963, თანაავტორი ნ. რუხაძე),
"საქართველოს თემა გერმანულ
ლიტერატურაში" (1971), "შოთა
რუსთაველი და ვოლფრამ ფონ
ეშენბახი" (1980, გერმ. ენაზე),
"იმპრესიონიზმი და ნიკო ლორთქიფანიძე" (1982), "ნიკოლოზ
ბარათაშვილი და ევროპელი ავტორები" (1998).
კ. ასევე დაინტერესებული იყო
თეატრისა და კინოხელოვნების,
პოეტიკისა და სტილისტიკის საკითხებით, რასაც არაერთი სტატია
მიუძღვნა: "ფიქრები რიჩარდ III-ის
ნახვის შემდეგ, ანუ რობერტ სტურუას თეატრალურ სამყაროში",
"ბერტოლდ ბრეჰტი და მისი ქართველი თეატრალური ინტერპრეტატორები", «ვარიაციები რობერტ
სტურუას "ვარიაციებზე", ანუ ცდები ზნეობაზე» (სამივე 1981), «უღმრთო პარიზი, ანუ ეშმაკი საფრანგეთში (ოთარ იოსელიანის ფრანგული ფილმის "მთვარის ფავორიტების" გამო)» (1985), "ტრიუმფი და დაქცევა ვარლამ არავიძის
ოჯახისა" (1987) და სხვ.
კ-მ ქართ. ენაზე თარგმნა ა.
ზეგერსის, ე. შტრიტმატერის, ფ.
კაფკას, ნ. ზაქსის, ი. ბახმანისა და
სხვათა ნაწარმოებები.
თხზ.: ნარკვევები მე-20 საუკუნის გერმანული ლიტერატურიდან, თბ., 1964; პორტრეტები და სილუეტები, თბ., 1971; თომას მანი, თბ., 1973; სახელოვნებო და სალიტერატურო კოლაჟები, თბ., 1991; "Habent sua fata libelli" ანუ ერთი წიგნის თავგადასავალი, «არილი», 2009, #6.
კ. ბრეგაძე.
პლატონ მიხეილის ძე კაკაბაძე
პლატონ მიხეილის ძე (1. IX. 1864, ხონი, – 10. XII. 1895, დაკრძალულია იქვე, მაცხოვრის ეკლესიის გალავანში), საოპერო მომღერალი (ლირიკულდრამატული ტენორი). დაწყებითი განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. აქვე გაიცნო და დაუახლოვდა ფ. ქორიძესა და მ. ბალანჩივაძეს, რ-ებმაც დიდი როლი შეასრულეს კ-ის მუს. გემოვნების ფორმირებაში. 1890 კ. მეგობრების დახმარებით გაემგზავრა პეტერბურგს და 1891 იქვე ჩაირიცხა კონსერვატორიაში. მალევე უნიკალური ხმის გამო მიავლინეს მილანში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც მისი პედაგოგი იყო ს. რონკონი. 1893–95 "იმერლის" ფსევდონიმით გამოდიოდა იტალიის საოპერო სცენებზე (ასრულებდა მთავარ პარტიებს ოპერებში – შ. გუნოს "ფაუსტი", გ. დონიცეტის "ფავორიტი ქალი" და სხვ.). 1895-იდან იგი რუსეთში დაბრუნდა და "მარიას თეატრში" დააპირა მოღვაწეობა, დებიუტიც დაუნიშნეს, თუმცა მოულოდნელად ავად გახდა და ხმაც დაკარგა. ამ ტრაგედიის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული მომღერალი მალევე გარდაიცვალა. კ-ს ჰქონდა უნიკალური ჟღერადობის ძლიერი ხმა, მდიდარი არტისტული მონაცემები.
ლიტ.: ც ა მ ც ი შ ვ ი ლ ი ა., უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანნი, თბ., 1962.
პოლიკარპე მალხაზის ძე კაკაბაძე
პოლიკარპე მალხაზის ძე [23. II(7. III). 1893, სოფ. კუხი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 15. X. 1972, თბილისი], დრამატურგი. 1911 დაამთავრა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია. გატაცებული იყო ლიტ-რით. მისი პირველი ნოველა "ბრძენი მოქანდაკე" დაიბეჭდა 1915 ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" (#46). 1919 დააარსა ჟურნ. "შვიდი მნათობი", რ-შიც დაიბეჭდა კ-ის პიესები: "სისხლი სინათლემდე" (#1) და "სამი ასული" (#2). 1924–25 კ. ახალდაარსებული "მნათობის" სათავეებთან იდგა. ამ ჟურნალში 1924 გამოქვეყნდა მისი პოემა "ძველი დაფები". (გ. ასათიანი). პიესა პირველად დადგა კ. მარჯანიშვილმა 1929; ახლებური იყო პიესის რ. სტურუასეული დადგმა შოთა რუსთაველის სახ. თეატრში (1974). რ. სტურუას აზრით, "ამ გენიოს კაცს არ მიეცა საშუალება, გამოევლინა თავისი თავი. მარტო ქართული პრობლემები არ არის მის პიესებში. პოლიკარპე კაკაბაძეს საკაცობრიო პრობლემები ეროვნულამდე დაჰყავდა... მე, როგორც რეჟისორი, ამ პიესით დავიბადე" ("თეატრი და ცხოვრება", 1994, #4). "ყვარყვარე თუთაბერის" მიხედვით გადაღებულია ფილმი "ყვარყვარე" (1978, რეჟ. დ. აბაშიძე). 1958 კ-მ დაწერა საყურადღებო პიესა, კომედია "ლოპიანე" (გამოქვეყნდა მწერლის სიკვდილის შემდეგ, 1996); 1962 – პიესა "ცხოვრების ჯარა", რ-შიც განზოგადებულია თანამედროვეობის ტკივილები. სიცოცხლის ბოლო ათწლეულში კ. ინტენსიურად მუშაობდა ისტ. დრამისა და ტრაგედიის ჟანრში. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა დრამ. პოემები: "მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი" (1966), "მეფე ბაგრატ მეშვიდე"(1967); ტრაგედია "მეფე დიმიტრი თავდადებული" (1971). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თხზ.: პიესები, თბ., 1952; რჩეული თხზულებანი, თბ., 1954; დრამატული თხზულებანი, თბ., 1959; დრამატული პოეზია, ტ. 1–2, თბ., 1971–73. ლიტ.: ბ ე ნ ა შ ვ ი ლ ი დ., ლიტერატურული ძიებანი, თბ., 1972; გ ე წ ა ძ ე ა., პოლიკარპე კაკაბაძის უცნობი პიესა "ლოპიანე", გაზ. «ლიტერატურული საქართველო», 1996, #5–12; კ ა კ ა ბ ა ძ ე მ., ეროვნული გმირის იდეა პოლიკარპე კაკაბაძის "ვახტანგ გორგასალსა" და "კახაბერის ხმალში", «ლიტერატურული ძიებანი», XXIV, თბ., 2003; კ ა კ ა ბ ა ძ ე ნ., შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს, ანუ "პორტოპოლოს ტუსაღები", გაზ. «ქართული ფილმი», 1994, #40; კ ა - ლ ა ნ დ ა ძ ე ა., ბრძენკაცი, ორტომეული, ტ. 2, თბ., 1996; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი გ., ქართული საბჭოთა დრამატურგია, ნაწ. 1, თბ., 1962; ჭ ი ლ ა ძ ე თ., დიდი კომედიოგრაფი, მის წგ.: ესეები, ნარკვევები, პუბლიცისტიკა, თბ., 2006; ჯ ი ბ ლ ა ძ ე გ., კრიტიკული ეტიუდები, [ტ.] 5, თბ., 1974; Паюровский Б., Тартюф – по грузински Кваркваре, გაზ. «Известия», 1991, 16 янв. მ. კაკაბაძე.
კ-ის პიესები მნიშვნელოვანი
შენაძენია ქართ. დრამატურგიისათვის. ისინი დღემდე ინარჩუნებენ
აქტუალობასა და მიმზიდველობას.
ამის მიზეზია ეპოქის უმთავრეს
პრობლემათა მაღალმხატვრულად
გააზრება, თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებისათვის
ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის
მინიჭება, მკვეთრად ინდივიდ.
გმირთა სახეების დიდი ოსტატობით გამოძერწვა და სხვ. ამიტომაც
კ-მ სიცოცხლეშივე მოიპოვა საზბის დიდი აღიარება. XX ს. 20-
იანი წლებიდან მოყოლებული
დღემდე მისი პიესები წარმატებით იდგმება ქართ. სცენაზე. 1925
შოთა რუსთაველის სახ. თეატრის სცენაზე დაიდგა კ-ის დრამა
"ლისაბონის ტუსაღები" (რეჟ. დ.
ანთაძე; იგივე პიესა 1994 სათაურით "პორტოპოლოს ტუსაღები"
დაიდგა კ. მარჯანიშვილის სახ.
თეატრში); 1938 კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში კი – კომედია
"კოლმეურნის ქორწინება" (1937).
ისტ. პიესა (კომედია) "კახაბერის ხმალი"("დავით მერვე",
1954), რ-საც ასაზრდოებს ქართ.
ფოლკლორის სახეები, პირველად
დაიდგა 1957 ქუთაისში (რეჟ.
თ. მაღალაშვილი), 1965 კი –
თბილისში (კ. მარჯანიშვილის
სახ. თეატრი, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე). 2014 შოთა რუსთაველის
სახ. თეატრში რეჟ. რ. სტურუამ
კ-ის რამდენიმე პიესის მიხედვით
დადგა სპექტაკლი "ასულნი".
დიდი პოპულარობით სარგებლობს
კ-ის კომედია "ყვარყვარე თუთაბერი" (1928), რ-იც ქართ. კომედიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშია.
პიესის პოპულარობა მისი პერსონაჟის ტიპურმა სახემ განსაზღვრა – ყვარყვარე მედროვეა,
რ-იც ყველა ეპოქაში შეიძლება
წამოატივტივოს ობიექტურმა ვითარებამ. ყვარყვარე იქცა ზოგად
სახელად, ხოლო "ყვარყვარიზმი"
– ამ მოვლენის აღმნიშვნელ ტერმინად. თ. ჭილაძის აზრით, "ყველა ადამიანის სულის კუნჭულში
ზის პაწაწინა ყვარყვარე და მოთმინებით ელოდება ცხოვრების
სცენაზე გამოსვლას". ყვარყვარე
მსოფლიო ლიტ-რაში შექმნილი
პერსონაჟების გვერდით დგას:
"ყოველ ადამიანში მეტ-ნაკლებად
ზის დონ კიხოტი, ჰამლეტი, ფალსტაფი, ყვარყვარე..." (ა. გეწაძე).
ქართ. ფოლკლორული გმირის –
ნაცარქექიას ნიღბით აღჭურვილმა
გაიძვერა და თაღლითმა ყვარყვარემ «იცის მთავარი: როგორ მოექცეს ბრბოს, როგორ მოისყიდოს
ან მოთანგოს იგი. მას რომ ეს
"სიბრძნე" არ გააჩნდეს, ესოდენ
საშიშიც არ იქნებოდა ჩვენთვის» (გ. ასათიანი). პიესა პირველად
დადგა კ. მარჯანიშვილმა 1929;
ახლებური იყო პიესის რ. სტურუასეული დადგმა შოთა რუსთაველის
სახ. თეატრში (1974). რ. სტურუას
აზრით, "მ გენიოს კაცს არ მიეცა
საშუალება, გამოევლინა თავისი
თავი. მარტო ქართული პრობლემები არ არის მის პიესებში. პოლიკარპე კაკაბაძეს საკაცობრიო
პრობლემები ეროვნულამდე დაჰყავდა... მე, როგორც რეჟისორი, ამ
პიესით დავიბადე" ("თეატრი და
ცხოვრება", 1994, #4). "ყვარყვარე
თუთაბერის" მიხედვით გადაღებულია ფილმი "ყვარყვარე" (1978,
რეჟ. დ. აბაშიძე).
1958 კ-მ დაწერა საყურადღებო პიესა, კომედია "ლოპიანე"
(გამოქვეყნდა მწერლის სიკვდილის შემდეგ, 1996); 1962 – პიესა
"ცხოვრების ჯარა", რ-შიც განზოგადებულია თანამედროვეობის
ტკივილები.
სიცოცხლის ბოლო ათწლეულში
კ. ინტენსიურად მუშაობდა ისტ.
დრამისა და ტრაგედიის ჟანრში. ამ
პერიოდში მან გამოაქვეყნა დრამ.
პოემები: "მეფე ვახტანგ პირველი
გორგასალი" (1966), "მეფე ბაგრატ
მეშვიდე"(1967); ტრაგედია "მეფე
დიმიტრი თავდადებული" (1971).
დაკრძალულია მწერალთა და
საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის
პანთეონში.
თხზ.: პიესები, თბ., 1952; რჩეული თხზულებანი, თბ., 1954; დრამატული თხზულებანი, თბ., 1959; დრამატული პოეზია, ტ. 1–2, თბ., 1971–73.
ლიტ.: ბ ე ნ ა შ ვ ი ლ ი დ., ლიტერატურული ძიებანი, თბ., 1972; გ ე წ ა ძ ე ა., პოლიკარპე კაკაბაძის უცნობი პიესა "ლოპიანე", გაზ. «ლიტერატურული საქართველო», 1996, #5–12; კ ა კ ა ბ ა ძ ე მ., ეროვნული გმირის იდეა პოლიკარპე კაკაბაძის "ვახტანგ გორგასალსა" და "კახაბერის ხმალში", «ლიტერატურული ძიებანი», XXIV, თბ., 2003; კ ა კ ა ბ ა ძ ე ნ., შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს, ანუ "პორტოპოლოს ტუსაღები", გაზ. «ქართული ფილმი», 1994, #40; კ ა - ლ ა ნ დ ა ძ ე ა., ბრძენკაცი, ორტომეული, ტ. 2, თბ., 1996; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი გ., ქართული საბჭოთა დრამატურგია, ნაწ. 1, თბ., 1962; ჭ ი ლ ა ძ ე თ., დიდი კომედიოგრაფი, მის წგ.: ესეები, ნარკვევები, პუბლიცისტიკა, თბ., 2006; ჯ ი ბ ლ ა ძ ე გ., კრიტიკული ეტიუდები, [ტ.] 5, თბ., 1974; Паюровский Б., Тартюф – по грузински Кваркваре, გაზ. «Известия», 1991, 16 янв.
მ. კაკაბაძე.
პოლიკარპე კაკაბაძის სახლ-მუზეუმი, მემორიალური მუზეუმი სოფ. პატარა კუხში (ხონის მუნიციპალიტეტი). დაარსდა 1986, ააიპ (არასამთავრობო, არაკომერციული იურიდ. პირი), ექვემდებარება ხონის სამუზეუმო გაერთიანებას.
მუზეუმში დაცულია პ. კაკაბაძის მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, გამოცემები, ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი
ფოტო- და დოკუმენტური მასალა,
სულ 450-მდე ექსპონატი.
მუზეუმში ყოველწლიურად ეწყობა გამოფენა დრამატურგის
დაბადების დღესთან დაკავშირებით. მოეწყო გამოფენა "კაკაბაძეთა გვარის წარმომადგენლები".
მოქმედებს საგანმან. პროგრამები:
"პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება", "თეატრი და ცხოვრება".
მუზეუმი გამოსცემს გზამკვლევს.
ყოველწლიურად მუზეუმს სტუმრობს დაახლ. 625 დამთვალიერებელი.
რევაზ აპოლონის ძე კაკაბაძე
რევაზ აპოლონის ძე (9. III. 1932, თბილისი, – 19. II. 1994, იქვე), მხატვარი. საქართვ. დამს. მხატვარი. სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1953–59; პედაგოგი – უ. ჯაფარიძე). 1967–94 იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1960-იდან. მისი ნამუშევრებია: "თუჯის ჩამოსხმა" (1961), "დასვენების დღე" (1962), "პარტიზანები" (1964), "წითელარმიელები მოვიდნენ" (1972), "ძველი ეზო მარტყოფში" (1974), სერია "ჩემი სოფელი" (1974), "შემოდგომა" (1975), "დილა სოფელში" (1976) და სხვ. გამოფენები: იუგოსლავიაში, ბულგარეთში, საფრანგეთში (1980–84) და სხვ. კ-ის ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში, თსუ-ში, ფრუნზეს (ახლანდ. ბიშკეკის) სახვ. ხელოვნ. მუზეუმში.
რევაზ სერგოს ძე კაკაბაძე
რევაზ სერგოს ძე (28. IX. 1928, თბილისი, – 2. XII. 1996, იქვე), მომღერალი (ბარიტონი), საქართვ. სახ. არტისტი (1985). 1953 დაამთავრა თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი (გერმანული ენის სპეციალობით), 1959 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. გ. მარგიევის კლასი). 1961-იდან გარდაცვალებამდე თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრის სოლისტი იყო. შესრულებული აქვს 40- მდე მთ. პარტია, რ-თაგან განსაკუთრებით გამოირჩევა მურმანი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), ჩალხია (ო. თაქთაქიშვილის "მინდია"), რიგოლეტო, დი ლუნა, ამონასრო, იაგო (ჯ. ვერდის "რიგოლეტო", "ტრუბადური", "აიდა", "ოტელო"), ტომსკი (პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი"), ტონიო (რ. ლეონკავალოს "ჯამბაზები") და სხვ. 1959–61 ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას თბილ. სახელმწ. ფილარმონიაში. კ-ს ჰქონდა ლამაზი ტემბრის, შესანიშნავი ჟღერადობის ხმა, სცენური გარდასახვის უნარი. გასტროლებს მართავდა (თეატრთან ერთად თუ ინდივიდუალურად) უცხოეთის ქვეყნებში (გერმანია, პოლონეთი) და სხვ.
სარგის ნესტორის ძე კაკაბაძე
სარგის ნესტორის ძე [7 (19). X. 1886, სოფ. კუხი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 2. IV. 1967, თბილისი], ისტორიკოსი და ფილოლოგი, პროფესორი (1949). სწავლობდა ვენის უნ-ტში, დაამთავრა პეტერბ. უნ-ტის აღმოსავლური ენების ფაკ-ტი. 1911–19 კითხულობდა ლექციებს თბილ. ქალთა უმაღლეს კურსებზე, ხოლო შემდეგ, 1952-მდე – საქართვ. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1918–32 იყო სსრკ მეცნ. აკად. კავკ. ისტ.-არქეოლ. ინ-ტის თანამშრომელი, 1921–26 – საქართვ. ისტ. არქივის გამგე, 1945–61 – იმავე არქივის ძვ. აქტების განყ-ბის გამგე. 1924–34 ხელმძღვანელობდა სიძველეთა დაცვის კომიტეტს.
გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები საქართვ. სოც.-ეკონ. და
პოლიტ. ისტორიის, დამხმარე ისტ.
დისციპლინების, ფილოლოგიისა
და ტექსტოლოგიის საკითხებზე.
შეისწავლა და გამოაქვეყნა მრავალი ისტ. დოკუმენტი. მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა "ვეფხის ტყაოსანი" ვრცელი გამოკვლევით
(1913, 1927), ჩახრუხაძის "თამარიანი" (1937), შავთელის "აბდულმესიანი" (1913, 1937), "ამირანდარეჯანიანი" (1939). მუშაობდა
ეთნოგენეზის, ისტ. გეოგრაფიისა
და დემოგრაფიის, ადმ. დაყოფისა
და მმართველობის საკითხებზე.
იყო "საისტორიო მოამბის" (1924–
25, 4 წიგნი), "საისტორიო კრებულის" (1928–29, 4 წიგნი) რედაქტორი.
თხზ.: საქართველოს მოკლე ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა, ტფ., 1920; საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500–1810 წწ.), ტფ., 1922; საისტორიო ძიებანი, ტფ., 1924; სასისხლო სიგელების შესახებ, ტფ., 1924; ქართული სახელმწიფოებრიობის გენეზისის საკითხები, წგ. 1, ტფ., 1924; საფასის ისტორიისათვის საქართველოში, ტფ., 1925; ძიებანი ქართველთა IV–VII საუკუნეების ისტორიის შესახებ, ტფ., 1928: ვახტანგ გორგასალი, თბ., 1959; რუსთაველი და მისი "ვეფხისტყაოსანი", თბ., 1966; კრწანისის ომი, თბ., 1991; ვახტანგ გორგასლის ხანა, თბ., 1994; ქართველი ხალხის ისტორია (1737–1921), თბ., 2003; О древнегрузинских летописцах Х1 столетия, Тфл., 1912; Черты феодального строя и крестьянские повинности в Грузии в конце средних веков, Тфл., 1912; Из социальноэкономических вопросов средневековой Грузии, Тфл., 1927; Краткий обзор истории Грузии, Сух., 1941.
ლიტ,: ბ ა დ რ ი ძ ე შ., სარგის კაკაბაძე, თბ., 1986; ლ ო მ ა შ ვ ი ლ ი ჯ., სარგის კაკაბაძის ღვაწლი ქართულ ისტორიოგრაფიაში, თბ., 2005; ტუხაშ ვ ი ლ ი ლ., ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1977,
- 4.
ს. კაკაბაძე.
სილოვან იოაკიმეს ძე კაკაბაძე
სილოვან იოაკიმეს ძე [31. VII (12. VIII). 1895, ხონი, – 10. VI. 1993, თბილისი], მოქანდაკე. საქართვ. სახალხო მხატვარი (1965). საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1941), სტალინური პრემიის ლაურეატი (1941). სწავლობდა მ. თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში (1922–24). 1930 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია ი. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. 1932- იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1941-იდან – პროფესორი, 1936–42 – რექტორი, 1950–63 – ქანდაკების კათედრის გამგე). მუშაობდა მონუმ. და დაზგური ქანდაკების დარგში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სკულპტურული პორტრეტები. ნამუშევრები: პორტრეტები – "მეტყევე" (1935); "რაფიელ აღლაძე" (1944); "სიმონ ჯანაშია" (1946); "გალაკტიონ ტაბიძე" (1947); "სულხან-საბა ორბელიანი" (1947); "კოტე მარჯანიშვილის პორტრეტი" (1951); ნესტორ კალანდარიშვილი" (1961, 1967); "დავით გამრეკელი" (1963); "თინათინი" (1966); "სიმონ კლდიაშვილი" (1969); "ციცინოს პორტრეტი" (1970); "ელეფთერ ანდრონიკაშვილი" (1972); "ახალგაზრდა ქართველი დედა" (1978); "ივანე ბერიტაშვილი" (1979, თსუ-ის ეზოსავანე) და სხვ. ძეგლები: ი. სტალინის (1939, ბრინჯაო, თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, აიღეს 1961); ა. წულუკიძის (1946, ქვა, ხონი), კ. ლესელიძის (1977, ბრინჯაო, ლესელიძე). მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის სახელმწ. გალერეაში (მოსკოვი), დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.