კალანდარიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

არნოლდ გა­ლაქტიონის ძე კალანდარიშვილი

არნოლდ გა­ლაქტიონის ძე (1. III. 1939, თბილისი, – 6. I. 2012, მოსკოვი), ფიზიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1989). 1962 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკტი. 1962–93 მუ­შა­ობ­და სო­ხუ­მის ი. ვეკუას სახ. ფიზიკა-ტექნიკის ინტში, ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და სამეცნ.- კვლ. ლაბორატორიას. 1990-იდან მუ­შა­ობ­და მოსკოვში კურჩატოვის სახ. ატომური ენერგიის ინ-ტში გენ. დირექტორის მო­ად­გი­ლედ. კ-ის სამეცნ. კვლევები ეხება კოსმოსური საფრენი აპარატების თერმოემისიური რეაქტორ-გარდამქმნელების ფიზიკას. 1971–87 შესრულებულ სამუშაოთა ციკლისთვის – "თერმოემისიური გარდამქმნელების მასალათა თვისებების კვლევა" – მიენიჭა (1989; მეცნიერთა ჯგუფთან ერთად) სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემია.

თხზ.: Источники рабочего тела для термоэмиссионных преобразователей энергии, М., 1986; Рабочие процессы в термоэмиссионных установках, М., 2001 (თანაავტ.: А. Г. Квасников, В. З. Каибищев); Working Medium Sources of the Thermoionic Power Converters, Ohio, 1993.

გერასიმე კალანდარიშვილი

გერასიმე (4. III. 1836, სოფ. იგოითი, ოზურგეთის მაზრა, – 27. I. 1874), საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი. 1862 დაამთავრა კიევის სას. აკადემია, დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო მუშაობა ქუთ. სას. სასწავლე­ბელში ზედამხედველად. დიდი ამაგი დასდო ქართ. პედ. აზროვნების განვითარებას. იყო მრავალი პუბლიც. სტატიისა და პოლემიკური წერილის ავტორი. შეადგინა სახელმძღვანელო "რუსული ენის დაწყებითი პრაქტიკული კურსი ქარ­თვე­ლე­ბისათვის", რ-მაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.

თხზ.: რუსული ენის დაწყებითი პრაქტიკული კურსი ქარ­თველ­თათვის, ტფ., 1868.

ზ. შველიძე.

გრიგოლ მათეს ძე კალანდარიშვილი

გრიგოლ მათეს ძე (1905, ბათუმი, – 1966, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1961). ლოგიკის ისტორიისა და თეორიული პრობლემების მკვლევარი; დაამთავრა თსუ (1930). 1938–41 მუ­შა­ობ­და მოსკოვის სამეცნ.-კვლ. და პედ. ინ-ტებში ლექტორად და მეცნიერ თანამშრომლად. 1941–45 ას­წავ­ლი­და გორის პედ. ინ-ტში. 1942–54 მუ­შა­ობ­და თსუ-ში, 1946– 53 – ფილოს. ინ-ტში (უფრ. მეცნიერი თანამშრომელი), სხვა­და­სხვა წლებში – რესპ. სამწლიან პარტ. სკოლასა და კონსერვატორიაში, 1958–60 იყო ვლადივოსტოკის პოლიტექ. ინ-ტის დიალექტიკური და ისტ. მატერიალიზმის კა­თედრის გამგე, 1960–65 – ლოგიკის განყ-ბის ხელმძღვანელი. მოსკოვის უნ-ტში დაიცვა სადოქტორო დი­სერ­ტა­ცია თემაზე "დიალექტიკური ლოგიკა აზროვნებაში ობიექტურ წინააღმდეგობათა ასახვის შე­სა­ხებ".


კ. მუ­შა­ობ­და ფილოს. ისტ. და დიალექტ. ლოგიკის საკითხებზე. აღსანიშნავია მისი ღვაწლი ქართ. ლოგიკური მემკვიდრეობის შესწავლის საქმეში; მან პირველმა გამოიკვლია ს. დოდა­შვი­ლისა და სხვ. ­ქართვ. მოაზროვნეთა შეხედულებანი ლოგიკის შე­სა­ხებ.


თხზ.: Очерки по истории логики в Грузии. Материалы и опыт исследования, Тб., 1952–57; О соотношении диалектической логики и логики формальной, Тб., 1959; Диалектика в «Основу общего науковедения» И. Г. Фихте, Тб., 1963; Проблема отражения движения в логике понятий, Тб., 1966.

ლიტ.: К о н д а к о в Н ., Логический словарь, М., 1971.

ვახტანგ ილი­ას ძე კალანდარიშვილი

ვახტანგ ილი­ას ძე (1. II. 1924, სენაკი, – 18. X. 1997, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1971), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1994). სწავლობდა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტზე (1943–48), მუ­შა­ობ­ა დაიწყო იქვე, ფილოს. კა­თე­დრაზე (1974–79 – პროფესორი); 1979–93 იყო სა­ქართვ. აგრარულ უნ-ტში ფილოს. კა­თე­დრის გამგე, 1993- იდან – სა­ქართვ. გაერთ. სამხ. აკადემიის ფილოს. და ეკონ. თეორიის საფუძვლების კა­თე­დრის გამგე. კ-ის შრომები ეხება ფილოს. და სოციოლოგიის პრობლემებს, საზო­გადოებრივი პროგრესის სოციალურ-ფილოს. საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 6 მონოგრაფია; იყო სახელმძღვანელოების, სამეცნ. კრებულებისა და მონოგრაფიების რედაქტორი და თანაავტორი. მონაწილეობდა სა­ქართვ. ­ფილოს. საზ-ბის, სოციოლოგიური ასოციაციისა და ი. ჭავჭავაძის სახ. საერთაშ. სამეცნ.-საგანმან. საზ-ბა "ცოდნის" ღონისძიებათა მომზადებასა და ჩატარებაში. 1986-იდან იყო სენაკის აკადემიის პრეზიდენტი. დაჯილდოებულია ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. მედლით. სენაკის საპატიო მო­ქა­ლა­ქე.

ი. კალანდარი­შვი­ლი

მიხეილ გრიგოლის ძე კალანდარიშვილი

მიხეილ გრიგოლის ძე (11. VII. 1952, თბილისი, – 16. V. 2014, იქვე), თეატრმცოდნე, თეატრის კრიტიკოსი. პედაგოგი. ხელოვნებათმცოდნეო ბის დოქტორი (1993), პროფესორი (1996). 1974, შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. თეატრ. ინ-ტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ლენინ­გრადის თეატრის, მუსიკისა და კინე­მატოგრაფიის ინ-ტში, სადაც ვ. სახნოვსკი-პანკეევისა და ა. იუფიტის ხელმძღვანელობით 1979 დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1993 – სადოქტორო დი­სერ­ტა­ცია. 1979-იდან იყო შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. თეატრ. ინ-ტის პედაგოგი და მეცნიერი თანამ­შრომელი, 2006-იდან – თეატრისა და კინოს უნ-ტის სრული პროფესორი კრიტიკისა და თეორიის მიმართულებით. კ. იყო მრავალი ადგილობრივი და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი; რამდენიმე პროფესიული პრემიის ჟიურის წევრი; 10-მდე წიგნის რედაქტორი, მრავალი სამეცნ. ნაშრომის რეცენზენტი და პროფესიული გამოცემის სარედაქციო საბჭოს წევრი. არის 100-მდე თეორიული და ისტ. ხასიათის სამეცნ. პუბლიკაციის, რუსული და ფრანგული თეატრ. ენცი­კლოპედიების წერილების, რამ­დენიმე წიგნისა და სახელმ­ძღვანელოს ავტორი, მ. შ.: "სანდრო ახმეტელის რეჟისურის პრობლემები" (თბ., 1986, რუს. ენაზე), „მოდერ­ნიზმი ქართულ თეატრში“ (2010), რ-თაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ქარ­თული სათეატრო კრიტიკისა და თეორიის განვითარებაში. მიღებული აქვს სა­ქართვ. თეატრალური საზ-ბის პროფესიული პრემიები (1984–85).

ოთარ დიმიტრის ძე კალანდარიშვილი

ო. კ ა ლ ა ნ დ ა რ ი შ ვ ი ლ ი. რუსთაველის მეტროს სადგურის ზედა პავილიონი. 1965.

ოთარ დიმიტრის ძე (16. VII. 1925, თბილისი, – 18. IX. 2003, იქვე), არქიტექტორი. სა­ქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). 1950 დაამთავრა თბილ. სა­ხელმწ. სამხატვრო აკადემია. 1951–2003 მუ­შა­ობ­და "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად, პროექტის მთ. არქი­ტექტორად, არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელად. გარდა შემოქმედებითი საქმიანობისა, ეწეოდა პედ. მოღვაწეობასაც თბილ. სამხატვრო აკადემიის არქიტ. ფაკ-ტზე (1955– 77).


საკონკურსო პროექტები: ვახტანგ გორგასლის ძეგლი თბილისში, 1957, III პრემია (მოქანდაკე გ. კორძახია); სა­ქართვ. კულტურული ცენტრი იერუსალიმში, 1997, წამახა­ლისებელი პრემია (არქიტ. დ. მორბედაძესთან და ნ. ქუმსიაშვილთან ერთად). ნამუშევრები: პიონერთა და მოსწავლეთა (ამჟამად მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული) სასახლის ბაღის ჭედური ღობე (1952; არქიტ. დ. მორბედაძესთან ერთად); ინდივიდ. სააგარაკო სახლები დაბა წყნეთში (1953); მეტროს სადგ. "რუსთაველის მოედნის" ზედა პავილიონი (1965); სასტუმრო "ივერია" (ამჟამად "რედისონ-ივერია") თბილისში (1967; თანაავტორი არქიტ. ი. ცხომელიძე, სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, 1972); შ. ნუცუბიძის ქუჩის ფერდობების განაშენიანება თბილისში – საცხოვრ. კომპლექსი "შატილი" (1974–76; არქიტ. გ. ფოცხიშვილთან ერთად); მემორიალი ქუთაისში (1978; მოქანდაკე მ. ბერძენი­შვი­ლი); რესპუბლიკის (ამჟამად პირველი რესპუბლიკის) მოედანი და სამსართულიანი სავაჭრო-საზოგადოებრივი ცენტრი თბილისში (1982; არქიტ. გ. ფოცხიშვილთან ერთად); დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისში (1998; მოქანდაკე მ. ბერძენი­შვილი). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

ფელიქს აგულის ძე კალანდარიშვილი

ფელიქს აგულის ძე (დ. 26. XI. 1947, თბილისი), ბიოლოგი, ბიოქიმიკოსი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2002). დაამთავრა თსუ (1971). სამეცნ. კვლევა დაიწყო მოსკოვის კოლცოვის სახ. ბიოლ. განვითარების ინ-ტის ბიოქიმ. განყ-ბაში აკად. ი. ზბარსკის ­ხელმძღვანელობით (1972–75). 1975-იდან იყო ი. ბერი­ტა­შვი­ლის სახ. ფიზიოლ. ინტის ნეიროქიმ. ლა­ბო­რა­ტო­რიის თანამშრომელი, ქცევის გენეტიკის მიმართულების ჩამომყალიბებელი და ლაბორატორიის გამგე (2000–06), დირექტორის მო­ად­გილე (1986–91; 2000–05). გაიარა დოქტორანტურა უეიკ-ფორესტის უნ-ტში (ჩრდ. კაროლინა, აშშ, 1992–93), ორგანიზატორი ფორუმისა "კულტურათა დიალოგი" (UNEშჩO). აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობების ცენტრის გენ. დირექტორი (1996– 2002), 2005-იდან – სა­ქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. პრეზიდენტის თა­ნაშემ­წე, მო­ად­გი­ლე (2007–13); ადმ. აპარატის უფროსი (2013-იდან).


კ-ის სამეცნ. კვლევის სფეროა ქცევის გენეტიკური და ნეიროფიზიოლოგიური ასპექტები სტრესის პირობებში; დნმ-ის რეპლიკაცია და რეპარაცია, უჯრედის ბირთვის ბიოქიმია. კ-მ დაადგინა ვირთაგვას ღვიძლის დაბერებულ უჯრედებში დნმ-ის ­რაოდენობის, რეპლიკაციისა და რეპარაციის სი­ჩქარეების შემცირება; გამოიყვა­ნა ვირთაგვების ხაზი, რ-თაც გააჩნდათ გენეტიკურად დეტერმი­ნირებული ქცევის აშლილობა ინფორმაციული სტრესის პირობებ­ში; აღმოაჩინა, რომ ვირთაგვას ღვიძლის უჯრედის ბირთვის ენერგეტიკული უზრუნველყოფა ხორ­ციელდება ატფ-ით ­წარ­მო­ქმნილ ამფ-ის და მაკროერგული ფოსფატებისგან. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2003).