კალაშნიკოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
კალაშნიკოვი

მიხეილ გიორგის ძე [6 (18). VII. 1886, ქ. თემირხან-შურა (ახლანდ. ქ. ბუინაქსკი), დაღესტანი, რფ, – 21. V. 1969, მოსკოვი], არქიტექტორი. ­სა­ქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1947). 1887–1957 ცხოვრობდა საქარ­თვე­ლო­ში.


კ. 1904 გაემგზავრა პეტერბურგში და ჩაირიცხა სამოქალაქო ინ­ჟი­ნერ­თა ინ-ტში. 1910 გადავიდა საიმპერატორო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში. 1917 მხატვარ-არქიტექტორის დიპლომით დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო კავკასიის ისტ.- არქეოლ. ინ-ტში მხატვარ-არქიტექტორად. 1938-იდან იყო სა­ქართვ. კულტურის ძეგლთა დაცვის განყბის არქიტექტორი. კ-მა აზომა ქარ­თული ხუროთმოძღვრების მრავალი მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ძეგლი, მ. შ. ატენი (VII ს.), წრომი (VII ს.), ძველი შუამთა (V–VII სს.), იკორთა (XII ს.), ყინწვისი (XII–XIII სს.), ბეთანია (XIII ს.) და სხვ.


კ. თავის პროექტებში, რ-ებიც გამოირჩევა მაღალი პროფესიული ოსტატობით, ეყრდნობოდა რუსული კლასიციზმის ტრადიციებს, თუმცა ძალიან ხშირად ქარ­თულ ეროვნ. არქიტ. ფორმებსაც იყენებდა.


ძირითადი ნამუშევრები: ლიბანის სანატორიუმი (1926); ხაშუ­რის თეატრი (1927); თბილისში – ადმ. შენობა (ლეონიძის ქ. 2, 1934); საცხოვრ. სახლი (დავით აღმაშენებლის გამზ. 147, 1935); ბალნეოლოგიური კურორტის სააბაზანო შენობა (1937); ასბინიანი სახლი გმირთა მოედანზე (1939); სიონის ტაძრის ძველი (XV ს.) სამრეკლოს რესტავრაცია (1946).

დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით (1945).

თ. გერსამია.