კალგინი
ანატოლი ნიკოლოზის ძე [20. IV (2.V). 1875, ვლადიკავკაზი, – 27. III. 1943, თბილისი], არქიტექტორი. დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინ-ტი (1900). მუშაობდა პიატიგორსკში არქიტექტორის თანაშემწედ სააბაზანო შენობების მშენებლობაზე, 1901–05 – ბაქოში, 1905–07 დაწყებით დაპროექტებას ასწავლიდა მოსკოვის სტროგანოვის სასწავლებელში, 1907-იდან კი თბილისში დამკვიდრდა. 1922- იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1922–30 იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის, ხოლო 1930-იდან გარდაცვალებამდე – ინდუსტრიული ინ-ტის პროფესორი.
კ-მა თავისი მოღვაწეობა
მჭიდროდ დაუკავშირა ქართულ
კულტ.-სამეცნ. საქმიანობას. 1907
მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის
მიერ ჩატარებულ ექსპედიციაში
არტაანის, ოლთისისა და ყაღიზმანის ოლქებში, სადაც აზომა როგორც სას., ისე საფორტიფიკაციო
დანიშნულების მრავალი ნაგებობა, მ. შ. ქართ. ხუროთმოძღვრების
უმნიშვნელოვანესი ძეგლი – ბანას
ტაძარი, რ-ის რეკონსტრუქციის
საკუთარი ვარიანტიც შეადგინა.
1917 კ. ე. თაყაიშვილთან ერთად კვლავ ტაო-კლარჯეთშია.
ამ ექსპედიციის დროს მის მიერ
შესრულებულ ანაზომებს ფასდაუდებელი მნიშვნელობა ჰქონდა
ქართ. ხუროთმოძღვრების კვლევისათვის, რადგანაც წლების განმავლობაში ეს იყო ერთადერთი
გრაფ. დოკუმენტი X–XI სს. შესანიშნავი ძეგლებისა – ოშკის, ხახულის, იშხნის და სხვათა შესასწავლად. კ. შემოქმედებით საქმიანობასაც ეწეოდა. მის ნამუშევართაგან აღსანიშნავია თბილ. სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის შენობა, რ-ის პროექტი მან
მხატვარ ჰ. ჰრინევსკისთან ერთად
შეადგინა და რ-საც თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ახ. ქართ.
ხუროთმოძღვრების ისტორიაში
(1913–16, ახლანდ. საქართვ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი), აგრეთვე
ზემოავჭალის ჰესი (ზაჰესი, 1927,
კ. ლეონტიევთან და მ. მაჭავარიანთან ერთად), რ-ის არქიტექტურამ
დიდი გავლენა იქონია იმ დროის
ქართულ ხუროთმოძღვრებაზე. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს
ტაძრის გალავანში.