კონსტანტინე გიორგის ძე კერესელიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

კონსტანტინე გიორგის ძე კერესელიძე [18. XI (1.XII). 1907, სოფ. ბოყვა, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 5. V. 1996, თბილისი], ინჟინერ-გეოლოგი. სტალინური პრე­მიის ლაურეატი (1951), ­სა­ქართვ. დამსახურებული ­ინჟინერი (1961), გეოლ.-მინერალოგიის მეცნ. კანდიდატი (1971).

1934 დაამთავრა ამიერკავკ. ინდუსტრ. ინ-ტის გეოლ.-საძიებო ფაკ-ტი. წლების განმავლობაში იყო სა­ქართვ. გეოლ. სამმართველოს უფროსი. 1951 კ-ს მიენიჭა გეოლ. სამსახურის III რანგის გენერალური დირექტორის პერსონალური წოდება. კ-ის გეოლ. სამმართველოში მუშაობის პერიოდში აღმოაჩინეს და შეისწავლეს სასარგებლო წიაღისეულის, კერძოდ, ტყვია-თუთიისა და ბარიტის საბადოები, რითაც ქვეყნის მრეწველობის სხვა­და­სხვა დარგს შეექმნა ნედლეულის მყარი ბაზა. სა­ქართვ. ბარიტის საბადოთა შესწავლისათვის კ-ს, სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად, მიენიჭა სტალინური პრემია. 1958 კ. მივლინებული იყო ჩინეთის სახ. რესპუბლიკაში დელეგაციის ხელმძღვანელად, სადაც მისი უშუალო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უმოკლეს ვადაში აღმოაჩინეს და აითვისეს რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის საბადო, რისთვისაც სახელმწ. საბჭოს პრემიერმა ჯოუ ენლაიმ სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

1966 კ. დაინიშნა დას. სა­ქართველოს თემატურ-კომპლექსუ­რი ექს­პედიციის უფროსად, ბოლოს მუ­შაობდა კავკ. მი­ნე­რა­ლური ნედლეულის ინ-ტში საფინანსო სამსახურის უფროსად.

კ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრო­მის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ვ. კერესელიძე