,,არსიანი“, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

,,არსიანი“, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.

დაარსდა 1921 წელს . 1922 წ. 11 ივლისს გაიმართა ანსამბლის პირველი კონცერტი. 1961 წ. 11 ივნისს საზეიმო ვითარებაში აღინიშნა ანსამბლის დაარსების 40 წლის იუბილე. საქართვ. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მიენიჭა ,,საქართვ. დამსახურებული ანსამბლის“ საპატიო წოდება და ეწოდა მისი დამაარსებლის მ. კუხიანიძის სახელი. 2014 გაიხსნა ანსამბლის მუზეუმი. 2014 შეიქმნა დოკუმენტური ფილმი „დაარსებიდან დღემდე“. 2016 წ. 1 იანვრიდან ანსამბლს მიენიჭა აკადემიური ანსამბლის სტატუსი. იგი მეორე აკადემიური ანსამბლია „ერისიონის“ შემდეგ. ანსამბლის წევრები იყვნენ ქართული ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები: მ. კუხიანიძე, მ. ყუბანეიშვილი, დ. ჯავრიშვილი, ა. ერქომაიშვილი, ა. ჯიჯეიშვილი, ე. ხაბაძე, მ. ჩხიკვიშვილი, ფ. კობალაძე, თ. მიქელაძე, ი. ხალვაში, თ. მელაძე, ი. ცინცაძე (ციმციმა), ზ. ბაღდადიშვილი, გ. ჩიჩუა, თ. ბეჟანიძე , თ. ჯახუტაშვილი და სხვ.

2016 ანსამბლის 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიხსნა ვარსკვლავი და მემორიალური დაფა სახელწოდებით ,,ამაგდარნი (ვინც იყო და დარჩა)“. 2017 წელს ანსამბლს „არსიანი“ ეწოდა. ამ ხნის განმავლობაში ა-მა წარმატებით იმოგზაურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (დანია, გერმანია, ბელგია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, ბულგარეთი, ბელორუსია, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ესტონეთი, უკრაინა, რუსეთი, ირანი, კანარის კუნძულები, კვიპროსი, ეგვიპტე, სირია, თურქეთი, სუდანი, აშშ და სხვა.). ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართვ. ყველა რეგიონის სასიმღერო და საცეკვაო ფოლკლორის ნიმუშები.

2014 წლიდან ანსამბლს ხელმძღვანელობენ ო. მიქელაძე (ანსამბლის დირექტორი); გ. ჩაჩავა (სამხატვრო ხელმძღვანელი); გ. ჭანიშვილი (მთ. ქორეოგრაფი): გ. ჩხარტიშვილი (ლოტბარი); გ. ნაგერვაძე (ორკესტრის ხელმძღვანელი).