,,აქვა გეო"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

„აქვა გეო“ (შპს), მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა.

შეიქმნა 2009. მდებარეობს თბილისთან ახლოს, სოფ. მისაქციელის (მცხეთის მუნიციპ.) ტერიტორიაზე. გაშენებულია 18 ათას მ2 მიწის ნაკვეთზე. აწარმოებს უნიკალური, არაგაზირებული, მინერ. წყლის „სნოს“ ჩამოსხმასა და რეალიზაციას. მისი დებეტი 684 ათასი ლ-ია. წყლის კვების არე მდებარეობს დიდი კავკასიონის ცენტრ. ნაწილის სამხრ. ფერდობზე, ზ. დ. 1700 მ-ზე. წყლის მოპოვება ხდება 150 მ-ის სიღრმიდან მუხრანის ველზე. ამ ტერიტორიით სპეციალისტები ჯერ კიდევ 1895 დაინტერესდნენ და მას თბილისის წყალმომარაგების ყველაზე პერსპექტიულ საბადოდ განიხილავდნენ. შემდგომ მუხრანის ველის წყლებს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მეცნიერები სწავლობდნენ. მისი ექპლოატაცია და წყლის ჩამოსხმა მხოლოდ XXI ს-ის დასაწყისში გახდა შესაძლებელი.

„სნო“ მდიდარია ყველა იმ აუცილებელი ელემენტით, რ-იც განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის ჩვილობის ასაკიდან როგორც სასმელად, ისე საკვების მოსამზადებლად. წყლის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილ., ასევე საექსპორტო ბაზარზე. „ა. გ-მ“ 2018 დაიწყო მინერ. გაზირებული წყლის „კობის“ ჩამოსხმა.

მ. თოქმაზიშვილი.