,,ახალი საქმე"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

„ახალი საქმე“, ყოველდღიური მეცნიერული, პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მიმართულებისა.

გამოდიოდა თბილისში 1911. რედაქტორ-გამომცემელი – გ. ჯაჭვაძე. გაზეთში შუქდებოდა პოლიტიკისა და ეკონ., თეატრ. და მუსიკალური ხელოვნ., აგრეთვე სტუდენტთა მოძრაობისა და სახ. უნ-ტის საჭირბოროტო საკითხები, სტატისტიკა. საგაზეთო წერილების უმეტესობა ხელმოწერილია ფსევდონიმებით (უცხო ასკანელი, ნაცნობი, ისვარ და სხვ.). გაზეთში გამოქვეყნდა ი. ბახტაძის, ვ. ემხვარის, ა. ჟორჟოლიანის პუბლიც. ნაწარმოებები, გ. ქუჩიშვილის, ნ. ჩხიკვაძის, ლ. გეგეჭკორის, ვ. ტუქსაშვილის და სხვათა ლექსები. დაიხურა თბილ. გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით, რედაქტორი სამართალში მისცეს.

დ. შანშიაშვილი.